ბიუჯეტური მოგზაურობის ნაკლი

ბიუჯეტურ მოგზაურობას ორი მხარე აქვს. სიიაფე უსიტყვოდ მისი დადებითი მხარეა. რა არის მეორე, პირობითად უარყოფითი მხარე?

ხელბარგით შეზღუდული მგზავრობის (დიდი ჩანთა დამატებითი თანხა ღირს) გარდა მთავარ სირთულეს წარმოადგენს თვითმფრინავის სკამები. ისინი დაახლოებით იმ ზომებზეა “მოჭრილი” როგორიცაა თბილისი-ქუთაისის “მარშრუტკის” სკამები. 1.80 მეტრის სტანდარტული კაცისთვის ამ სკამებზე ჯდომა დიდი დისკომფორტია.

ამ პრობლემასთან ერთად არც ისე სასიამოვნოა უძრავ სკამზე 3 საათის გატარება და მითუმეტეს ძილი. თუმცა მეგობრული კამპანიისთვის და ახალგაზრდებისთვის, თან მოგზაურობას მოწყურებული ხალხისთვის ეს არა მგონია პრობლემას წარმოადგენდეს.

მე პირადად 10 წლის წინ სტამბოლის მონახულების სურვილით ავტობუსით 18 საათი ვიმგზავრე. ამ დროსთან 3 საათი რა მოსატანია, როდესაც ხალხი თბილისიდან ბათუმამდე “მარშრუტკით” მგზავრობას უძლებს.

ბუდაპეშტის სილამაზის სანახავად თავის შეწუხება კი ნამდვილად ღირს. ბიუჯეტური მოგზაურობის სხვა დეტალები შემდგომ დღეებში.

ბუდაპეშტში იაფი საცხოვრებლის მოძიება შეგიძლიათ შემდეგი საიტების გამოყენებით:

თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის