ბორჯომის საბაგირო გზა

საბაგირო გზა მინერალურ წყალთან ერთად ბორჯომის სიმბოლოა. 1970-იან წლებში აგებული “ბორჯომპარკი-პლატოს“ სახალხო-საბაგირო გზა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი აღდგენა მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა. საპროექტო და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით.

ბატონ იური ნადირაძეს პროექტის შესახებ რამდენიმე დეტალის გახსენება ვთხოვე:

“2005 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით დაიწყო ბორჯომის ხეობის საკურორტო ზონის აღორძინება, რომელშიც გაითვალისწინეს გაძარცული და თითქმის ბოლომდე განადგურებული საბაგირო გზის “ბორჯომპარკი-პლატოს“ აღდგენა – რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელიც წარმატებით განხორციელდა იმავე 2005 წლის ზაფხულში.

აღსანიშნავია, რომ აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შედეგად მთლიანად გამოიცვალა ბაგირები, ვაგონი, ამძრავი, დამჭიმი მოწყობილობები, შკივები, სიგნალიზაციის, დაცვისა და მართვის აპარატურა, ასევე მოხდა ზედა სადგურის კონსტრუქციული ნაწილის შეცვლა და არქიტექტურის აღდგენა. საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით, ელექტრონაწილი კი შოთა ნადირაძის მიერ. აღდგენა რეკონსრტუქციის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელეს ბორჯომის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა გია ტალახაძემ და რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ზაზა სარალიძემ.

საბაგირო გზის ტექნიკური პარამეტრები

  1. საბაგირო გზის დანიშნულება – მგზავრთა გადაყვანა
  2. ტიპი – ორბაგირიანი, ერთხაზიანი, ქანქარისებრი
  3. მდებარეობა – დამჭიმი სადგური მდებარეობს ბორჯომპარკის ტერიტორიაზე, ხოლო ამძრავი სადგური ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე
  4. გზის დახრილი სიგრძე – 400 მეტრი
  5. სიმაღლეთა სხვაობა სადგურებს შორის – 112 მეტრი
  6. ვაგონი-25 კაციანი, ერთი გამყოლით, საპარაშუტე მოწყობილობით და მგზავრთა ევაკუაციის საშუალებებით
  7. ვაგონის გადაადგილების სიჩქარე – 3.2 მ/წმ
  8. ამძრავი-მუდმივი დენის, ტირისტორული მართვით
  9. ძირითადი ძრავის სიმძლავრე 75 კვტ
  10. გზის გამტარუნარიანობა ერთი მიმართულებით – 250 კაცი/საათში
  11. მგზავრობის დრო 3 წუთი
  12. მზიდი ბაგირი – 45 მმ
  13. გამწევი ბაგირი – 19.5 მმ”

თუ ბორჯომში დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტთ გირჩევთ Airbnb-ის მიმართეთ სადაც იაფ და კომფორტულ აპარტამენტებს იპოვნით. თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებასაც მიიღებთ. სისტემა ამდენივე სამოგზაურო კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

Related posts

ბორჯომი რიქსოსი

ბორჯომის პარკი

ბორჯომის წარმოება საუკუნის წინ