აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways-ი თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია 5 სიხშირეს ამატებს.
ჯამში, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 19 სიხშირით შესრულდება (Buta Airways– 17 სიხშირე, Azerbaijan Airlines – 2 სიხშირე).
ფრენები Embraer E190, Airbus A319, Airbus A320 და Boeing B757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული რეისების განხორციელებისათვისაუცილებელი ნებართვა 2019 წლის 13 ივნისს მიენიჭა.
Buta Airways-ი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველია, რომელმაც ფუნქციონირება და თბილისის მიმართულებითსაავიაციო მიმოსვლის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com