დილით ადრიანად გაგვეღვიძა. ჯერ კიდევ დაუბანლებმა, გაჩეჩილი თავები რიგრიგობით გავყავით ჩვენი სხვენის დახრილი სახურავის ფანჯარაში და მშვიდობიანი დილა ვუსურვეთ დანარჩენ დახრილ სახურავებს.
პარიზი
ამ საიტის ავტორს დავეთანხმები, რომ პარიზი ზუსტად იმდენია, რამდენი ადამიანიც არსებობს. ჩემთვის პარიზი სადღაც რემარკის და უელბეკის წარმოსახვების ნაზავია.
ძნელია პარიზზე დაწერო. ძნელია დავწერო პარიზზე უკეთ, ვიდრე ჰემინგუეი დაწერს. ძნელია მოგიყვე პარიზზე უკეთესად, ვიდრე ვუდი ალენი დაგანახებს.
დისნეილენდი არ ვიცი, რა ასაკის ხარ, მაგრამ პარიზის დისნეილენდისთვის ერთ დღეს თუ არ გადაინახავ – დიდ შეცდომას დაუშვებ! თუ ბავშვები გახლავს – ასმაგად. შეიძლება არ ნახო მონა ლიზა, მაგრამ არ ეწვიო დისნეილენდს…
პარიზის ღირშესანიშნაობების ჩამოთვლას რა პოსტი დაიჭერს? სულ რომ არვინ გიხსენოს, ეიფელის კოშკს, ტრიუმფალურ თაღს, ლუვრს… ისედაც ნახავ. და კიდევ ბევრ სხვას (სადამდეც დრო გაგწვდება). მაგრამ, ეგებ, მეც გირჩიო რამე.
თუ ბედმა გაგიღიმა და ახალგაზრდობა პარიზში გაატარე, სადაც არ უნდა იყო შემდეგ, ყოველთვის, სიცოცხლის ბოლომდე ეს ქალაქი დარჩება შენთან.
ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, იაფად ჩაფრენის გარდა საჭიროა იაფი კვება პარიზში. მითუმეტეს, რომ საოცნებო ქალაქი ძალიან ძვირია.
პარიზში მოგზაურობის მსურველებს საშუალება ეძლევათ დაბალბიუჯეტიანი ავიარეისით ქუთაისიდან პარიზში ბოვეს გავლით მოხვდნენ.
გამოადგებათ მათ ვინც პარიზში ხეტიალს გადაწყვეტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალისტებიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.