ხშირად მჩვევია თბილისის ტურისტული ადგილების მონახულება და იმის გაცნობიერება თუ რა შეიძლება დაინახოს უცხოელმა თუ ადგილობრივმა მოგზაურმა, ან რა შეიცვალა წინანდელთან შედარებით.
თბილისი
-
-
აღმაშენებლის გამზირის შემდეგ თბილისში დიდი ქუჩის – გამზირის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელებულა. იმედია, მომავალში ქუჩების განახლების აუცილებელი პროცესი ისევ გაგრძელდება. როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი გამზირი? მაგალითი პრაღიდან. აქ ქალაქის ხელისუფლებამ 2018 …
-
არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლების უკანა მხარეა. პირველი ფოტო ქუჩის ბოლოდან გადავიღე, ციხის ნანგრევებიდან.
-
-
რიყის პარკის მიწისქვეშა პარკინგი 1 წლის წინ გაიხსნა, მაგრამ უკვე გაბანძებულია 🙁 არ მუშაობს პარკინგის ღირებულების გადასახდელი აპარატი.
-
ძველ თბილისში ამ 3-4 წლის წინ აღდგენილი და გალამაზებული ადგილები მოვიარე, რამდენიმე ქუჩას ფოტო გადავუღე და რეკონსტრუქციამდელ და აღდგენის შემდეგ არსებულს შევადარე.
-
თბილისობის პირველი დღე.
-
ბევრისგან მსმენია, რომ ძველი თბილისის ნაწილმა რეკონსტრუქციის შემდეგ ავთენტურობა დაკარგა, ხშირად მიკამათია ამის გამო. კარგად მახსოვს რა მდგომარეობა იყო იმ უბნებში სადაც აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და რა მდგომარეობაა ახლა. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ფოტო.
-
მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, სასტუმრო „ლონდონს“ გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ – დადებითად.
-
ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისში ჩარჩენილებს შავ ზღვაზე წაუსვლელად შეუძლიათ დაისვენონ და გაირუჯონ ლისის ტბაზე.