ევროპის და საქართველოს საინტერესო ქალაქები, მათი ფოტოები, ღირშესანიშნაობები, აღწერა და იაფად მოგზაურობის რეკომენდაციები.
მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება.
ევროპის და საქართველოს საინტერესო ქალაქები, მათი ფოტოები, ღირშესანიშნაობები, აღწერა და იაფად მოგზაურობის რეკომენდაციები.
მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება.
ჩემს აპარტამენტში უცხოელ სტუმრებს ყოველთვის საჩუქრად გადავცემ ხოლმე ქართულ ღვინოს. შესაბამისად ღვინის საბითუმო მომწოდებელს დავეძებ. ღვინის იაფად შესაძენად სუპერმარკეტში ფასდაკლების აქციების ლოდინი არ ამართლებს. ჩემს მდგომარეობაშია აპარტამენტის ბევრი მფლობელი, ასევე ბევრი საოჯახო სასტუმრო…
14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი. 2015 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგინეს მცირე-ოჯახურმა მარნებმა (102 მარანი) დ საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია).
ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობის პროცესი თავისი სირთულეებითა და თავისებურებებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში. მგზავრობა იწყება თბილისიდან ავტომობილით, გრძელდება ქუთაისიდან თვითმფრინავით კატოვიცემდე და შემდეგ მიკროავტობუსით კრაკოვამდე.
რომელი სჯობს, სასტუმრო თუ აპარტამენტი – ეს ქართული ტურისტული ინტერნეტფორუმების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მოგზაურობისას ბევრი უპირატესობას ანიჭებს სასტუმროში დაბინავებას და აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისს არ აღიარებს.
ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით …
ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება.
ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სილამაზესთან ერთად, სიიაფეა, როგორც ავიაბილეთების, მოგზაურობის წვრილმანი ხარჯების, ასევე საცხოვრებლის. ამ მხრივ Airbnb დიდ არჩევანს გვთავაზობს. თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.
დუნაიზე უნგრების დამკვიდრების, “სამშობლოში დაფუძნების” 1000 წლის აღსანიშნავად, 1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტალურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელს მსოფლიოში.
ბაზარში ვაჭრობა არასდროს მიყვარდა, ჩვენს ბაზრებში გამეფებული უწესრიგობისა და ანტისანიტარიის გამო, მაგრამ ბუდაპეშტის ბაზარი სულ სხვა აღმოჩნდა.