CERN – ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პული ცენ­ტ­რი

CERN – ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პული ცენ­ტ­რი ჟენევის გარეუბანში მდებარეობს, 18 ნომერი ტრამვაის ბოლო გაჩერებასთან.

მეც ტრამვაით ვისარგებლე და მარშრუტის ბოლოს რაც უმალვე შევნიშნე ეს ოვალური შენობა იყო.

შენობა მთლიანად ხის კონსტრუქციისა და იქ მუზეუმია განთავსებული, სამწუხაროდ დაკეტიკი აღმოჩნდა. სანამ იმაზე ვილაპარაკებ რა ხდება ცერნში – ის დაახლოებით ნახევარი საბურთალოს ზომისაა, ნაწილი შვეიცარიაშია, ნაწილი კიდევ საფრანგეთში – მანამდე ცენტრის ცხოვრების შესახებ.

ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთი ოფისიდან მეორეში გადაადგილების საუკეთესო საშუალება ველოსიპედია, რომლითაც ცენტრის ადმინისტრაცია ყველა თანამშრომელს ამარაგებს.

ცერნის კორპუსების ურიცხვ კაბინეტთა შორის ინტერნეტის მოყვარულთათვის ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია, ის სამუშაო ოთახი სადაც WWW დაიბადა.

ტიმ ბერნერს-ლიმ (Tim Berners-Lee) ღია კომპიუტერული ქსელი – ვები ცერნში 1989 წელს შექმნა.

უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება მძლავრ კომპიუტერებს და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას მოითხოვს, რაშიც ცერნს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს.

ცერნში ათასობით თანამშრომელია, ამას ემატება უამრავი სტუდენტი და პრაქტიკანტი. მათი თავშეყრის ადგილი ცენტრის რესტორანია.

აქ იმდენი ადამიანია და ისე სწრაფად მოძრაობენ, რომ თავი ”კოლაიდერში” ჩავარდნილი ნაწილაკი მეგონა 🙂

ეს არის ატლასი (ATLAS) დიდი ჰადრონული კოლაიდერის (LHC – Large Hadron Collider) – ოთხიდან ერთ-ერთი (ზომით ყველაზე დიდი) დეტექტორი. მისი მიზანია ექსპერიმენტულად შემოწმდეს ბუნების უზოგადესი კანონების შესახებ არსებული შეხედულებები.

ატლას დეტექტორი დედამიწის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული და 27 კილომეტრ სიგრძის ამაჩქარებელში მაღალი ენერგიის მქონე პროტონების ხელოვნურად შეჯახების საშუალებით ე.წ. დიდი აფეთქებისა და სამყაროს ფორმირების იმიტაციასა და შესწავლას ემსახურება.

ამ სამართავი პულტიდან ხდება მიწისქვეშ მოთავსებული უზარმაზარი დეტექტორის მართვა და კონტროლი. მისი დანიშნულებაა ჰიგსის ბოზონის ე.წ. ”ღმერთის ნაწილაკის” არსებობის დასაბუთება ან უარყოფა. თეორიის მიხედვით, სწორედ ჰიგსის ბოზონთან ურთიერთქმედებამ უნდა შესძინოს დანარჩენ ნაწილაკებს მასები, ისე რომ მათ შორის სიმეტრია არ დაირღვეს.

ცერნის (ატლასის) ქართველმა თანამშრომელმა ლექსომ, რომელმაც მეგზურობა გამიწია, მითხრა, რომ ჰიგსის ბოზონი პრქტიკულად აღმოჩენილია. თუმცა მეცნიერები მას ჯერ მხოლოდ ჰიგსის ბოზონის ”მსგავსს” უწოდებენ. ყველას უნდა, რომ სიღრმისეულად დარწმუნდეს აღმოჩენის უტყუარობაში.

ჰიგსის ბოზონის არსებობის დასაბუთება არის იმ ძალების ბუნებისა და თავისებურებების დადგენა, რომლებიც ატომბირთვის შემადგენელი ნაწილაკების – პროტონების, ნეიტრონების და მათი მსგავსი სხვა ნაწილაკების – მდგრადობასა და მცირე ზომებს, საბოლოოდ კი სამყაროს არსებობას განაპირობებს, ამიტომ შეარქვეს მას ”ღმერთის ნაწილაკი”.

ამ ეტაპზე მეცნიერები მუშაობენ ამაჩქარებლის სიმძავრის გაორმაგებაზე და იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ ბევრ აუხსნელ მოვლენას, მათ შორის შავ ხვრელებსაც, ნათელს მოჰფენენ.

ეს ვიდეო ამაჩქარებლის მუშაობას ასახავს.

ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში 85 ქვეყნიდან 8000-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს. მათ შორის არის 10-მდე ქართველი, რითაც საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სამეცნიერო პროექტში – სამყაროს წარმოშობის ახსნის ექსპერიმენტში.

ცენრნის რუკა:


View CERN in a larger map

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

მედიატური “ლაბებში”

ჟენევის ტრამვაი