დეკემბერში ყველაზე მეტმა ქართველმა გერმანიაში იმოგზაურა

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში შენგენის ზონის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ – 7914, გერმანიაში იმოგზაურა.
16 ქართველს უარი უარი ეთქვა გერმანიაში შესვლაზე.

დეკემბრის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა იტალია, სადაც საქართველოს 4039 მოქალაქემ იმოგზაურა. ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა  45 ქართველს.

შენგენის ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა პოლონეთი, სადაც დეკემბერში საქართველოს 3679 მოქალაქემ იმოგზაურა. ხოლო 24 მოქალქეს პოლონეთში შესვლაზე უარი ეთქვა.

მეოთხე პოზიციაზეა საბერძნეთი, რომელსაც დეკემბერში საქართველოდან 3474 მოქალაქე ესტუმრა. უარი ეთქვა 16 მოქალქეს.

შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობის ხუთეულს ასრულებს საფრანგეთი. ამ ქვეყანას დეკემბერში საქართველოს 2923 მოქალაქე ესტუმრა.  საქართველოს 26 მოქალქეს კი უარი ეთქვა საფრანგეთში შესვლაზე.

შსს-ს სტატისტიკა

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს