სამსახურიდან ტრეინინგზე მიმავლინეს. შემეძლო უარიც მეთქვა, მაგრამ სომხური კონიაკის იაფად შეძენის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. თანაც, ბევრისგან მსმენია ერევნის მისამართით არც თუ სასიამოვნო შეფასებები, რამაც ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივა.
საბჭოთა პერიოდში ყველაფერში თბილისს ეჯიბრებოდნენო, ეს მართლა ასე იყო თუ პირიქით, ძნელი სამტკიცებელია, მაგრამ ხიდი ამ ფოტოზე ნამდვილად წააგავს თამარ მეფის ხიდს თბილისში. და-ძმასავით გვანან ერთმანეთს ორივე ქალაქის ტელეანძები. სხვა მხრივ “სოცშეჯიბრის” ნიშნები ძნელი საპოვნია.
“არატატი” კონიაკის ქარხანა
საბჭოთა არქიტექტურა ადგილორივი იერით, ნამდვილად არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას.
ძეგლების სიმრავლეც თვალშისაცემია
ეს ინჩეს ტო?
რომ არა ის რაც ამ ძეგლების უკან ვნახე, მეც ისეთი შთაბეჭდილებით დავბრუნდებოდი როგორზეც ზევით ვწერდი. ქალაქის ცენტრში მოწყობილია ბულვარის ტიპის პარკი.
პარკებში უხვად არის ღია კაფეები და რესტორნები
ასეთ პარკში სეირნობა ერთი სიამოვნებაა
ერევნელი ქალი საკუთარი კორპუსის წინ ბუჩქების გაკრეჭვას ცდილობს
საღამოობით ამ ახალ ქუჩაზე სეირნობაც ერევნელების ტრადიციაა.
ცოტა რამ ჭამა-სმის საკითხებზე
ერევანში ჩასვლის შემდეგ, მგზავრობით დაღლილი და მოშიებული, პირველ შემხვედრ რესტორანს მივადექი. სუპხარჩო ამოვიკითხე მენიუში და შევუკვეთე. ჩეხურ ლუდთან ერთად ძალიან კარგი იყო, ძვირიც არ ღირდა. აი ის რესტორანი
მომდევნო დღეს სომხური ლულა ქაბაბის გასინჯვა გადავწყვიტე და სასტუმროსთან ახლოს უბრალო, სასადილოს ტიპის დაწესებულებაში შევედი. ის ქაბაბი ენითაუწერელი იყო 🙂 მოგვიანებით მშობლიური კერძებიც აღმოვაჩინე.
სწრაფი კვების რესტორანი KFC
ამ რესტორნის დამაარსებელი თბილისში ცნობილი კუნძულის (მანთაშოვის კუნძულის) მფლობელის ბიძაშვილი იყო ნამდვილად 😉
ერევნის კვების ობიექტებით აღფრთოვანებაში დისონანსი შეიტანა ერთმა მეტად ნაქებმა რესტორანმა მეტრო “მარშალ ბაგრამიათან” ახლოს. ნამდვილად კარგი გარემო ჩანდა, მაგრამ ქაბაბმა ზუსტად 45 წუთი დაიგვიანა. ამასობაში ყურადღება მიიპყრო დამლაგებლების უცნაურმა აქტიურობამ და როდესაც ქაბაბი მოიტანეს ის თურქულს უფრო გავდა ვიდრე სომხურს.
იქვე ახლოს არის “ამერიკის უნივერსიტეტის” ფილიალი, სწორედ იქ მიმდინარეობდა ჩვენი ტრეინინგებიც. ამ უნივერსიტეტთან კარგი საქმიანი მოგონებები მაკავშირებს. 2003-2004 წლებში მისი პროექტის მონაწილე ვიყავი, რომლის ფარგლებშიც საინტერესო ვებსაიტი შევქმენი.
იქვე უნივერსიტეტთან, ტაქსი გამოძახებით, თანაც “ნოლსემი” 🙂
ორი სიტყვა ტრანსპორტზე. ერევანში, ისევე როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ქალაქში, გზას ფეხითმოსიარულეებს არ უთმობენ.
ერევენის ტროლეიბუსის გადაღება ვცადე, მაგრამ კამერამ დაფიქსირება ვერ მოასწრო
თვალშისაცემია რუსული და საბჭოთა ავტოტექნიკის რაოდენობა. რუსულიც ინარჩუნებს პოზიციებს
ერევნის ხედები
პოლიცია
რესტორანი
ხედი ჩემი სასტუმროდან
შავი სახლი
ერევნის არქიტექტურა
2 კომენტარები
Comments are closed.
Add Comment