EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს

Wizz Air-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, EURO 2024-ის თამაშებზე გასამგზავრებლად ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.

Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს.

ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO 2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

EURO 2024-ისთვის ავიაბილეთების დაჯავშნა

Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერი, ჟაჟა ტრუბეკი:

„საქართველოს ნაკრების მონაწილეობა EURO 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიული მომენტი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის, სწორედ ამიტომ, Wizz Air-ს სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი. ფრენების განრიგის ადაპტირებით მატჩების თარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გაემგზავრონ გერმანიაში და ადგილზე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. Wizz Air ამატებს სპეციალურ ფრენებს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდ ხელმისაწვდომობას და კომფორტს მოგზაურობისთვის. ფრენების ახალი განრიგით გულშემატკივრები უპრობლემოდ შეძლებენ თამაშზე დასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას.”

საქართველო EURO 2024 (KUT)
ფრენაფასი
18 ივნისი, ქუთაისიდორტმუნდი; 06:55-09:30219 ევრო
19 ივნისიდორტმუნდიქუთაისი; 10:15-16:30219 ევრო
22 ივნისი, ქუთაისიჰამბურგი; 06:55-09:30219 ევრო
23 ივნისი, ჰამბურგიქუთაისი; 10:15-16:25219 ევრო
26 ივნისი, ქუთაისიდორტმუნდი; 06:55-09:30219 ევრო

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის ფრენები დაიწყო

ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისები მცირდება