ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება.

ლეოპარდივით მაგარმა და სწრაფმა სატრანსპორტო კომპანია “ლეო-ექსპრესმა“, რომლითაც კრაკოვიდან პრაღაში და პრაღიდან კატოვიცეში თბილისი-ბათუმის ფასად ვიმგზავრე, მარშრუტი დააგრძელა და ვარშვამდეც ჩააღწია.

ახლა, ვარშავიდან პრაღაში გადარბენ-გადმორბენა სულაც აღარ არის პრობლემა. საქმე ისაა რომ ბილეთი სასაცილოდ იაფი ღირს და თუ ვარშავაში, კატოვიცეში, კრაკოვში ან პრაღაში ჩახვედით, შეგიძლიათ ყველა ეს ქალაქი დაათვალიეროთ.

როგორც ხედავთ ეკონომკლასი 17.7 ან 19.4 ევრო ღირს, მაგრამ პრომოაქციის ფარგლებში ბილეთს 14.8 ევროდ შეიძენთ. ამდენივე დაგიჯდებათ ორი ბილეთიც, რადგან ახლა ლეო-ექსპრესს 1+1 აქცია აქვს.

მე ვარშავიდან პრაღაში იაფად ჩასვლის შესაძლებლობაზე მეტად გამახარა ლეო-ექსპრესის ახალმა მიმართულებამ. კატოვიცედან, სადაც ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ვიზეარი დაფრინავს, შესაძლებელი ხდება უკრაინაში, კერძოდ ლვოვში გამგზავრება. ამ ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდა, მაგრამ აქამდე ხელს მიშლიდა მგზავრობის სიძვირე.

კატოვიცედან ლვოვში მგზავრობა, ყველზე იაფი 13 ევრო ღირს და ამ შემთხვევაშიც თუ ორ ბილეთს შეიძენთ მხოლოდ ერთის საფასურს გადაიხდით.

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე. თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 35 ევროს კრედიტს Airbnb-ზე.

Related posts

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ