2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, Georgian Airways ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
ფრენის სიხშირის მომატება თბილისი – ამსტერდამი – თბილისის, თბილისი – ვენა – თბილისის, თბილისი – ბოლონია – თბილისის, თბილისი – ბარსელონა – თბილისის, თბილისი – ბრიუსელი – თბილისისა და თბილისი – პრაღა – თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ. რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა.
ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) შეასრულებს.
ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Georgian Airways-ს ზემოთ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com