2019 წლის 3-5 მაისს გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია უმასპინძლებს ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენას – Georgian Tourism Fair 2019.
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 3 მაისი, 11:30 საათი, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი
გამოფენას გახსნიან:
- ექსპოჯორჯიას დირექტორი – რესან ქიქავა
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი
- თბილსიის მერის პირველი მოადგილე – სოფიო ხუნწარია
- საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი – ამირან ივანიძე
გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს დახვდებათ: ახალი ტურისტული მიმართულებები,
ფასდაკლებების ფესტივალი, საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში, სემინარები და
უორქშოპები ტურიზმისა და მომსახურების სფეროზე.
3 მაისს, გამოფენის პარალელურად, გაიმართება სადისკუსიო პანელი: MICE (საქმიანი) ტურიზმი
საქართველოში – სწრაფი განვითარება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- მარიამ ქვრივიშვილი | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- ელიფ ბალჯი ფისუნოღლუ | ICCA-ს რეგიონალური დირექტრი (ევროპა)
- ჰენრიკ ფონ არნოლდი | Enited Business Events-ის მთავარი მრჩეველი
- იორდი კაუტი | საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია
- გიორგი ჩოგოვაძე | საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი
- ანდრია ბასილაია | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების
საქალაქო სამსახურის უფროსი
4 მაისს, გამოფენის პარალელურად, ონლაინ ჟურნალ მარკეტერის თანაორგანიზებით გაიმართება
სემინარების ციკლი Let’s talk about Tourism – ტუზმის მარკეტინგის შესახებ.
5 მაისს, მესამე საგამოფენო დღეს კი გაიმართება სემინარების ციკლი Improving Guest Experience
In Hospitality Industry მათთვის, ვინც აპირებს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში საქმის
წამოწყებას ან უკვე არის მცირე ან საშუალო სასტუმროს, რესტორნის ან ტურისტული კომპანიის
მფლობელი. მომხსენებლები ისაუბრებენ მომსახურების გაუმჯობესებაზე Hospitality სექტორში.
ორგანიზატორი: გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია
მხარდამჭერები: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, საქართველოს ბიზნეს
ტურიზმის ასოციაცია, ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია,
მარკეტერი, პრინტარეა, Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება