აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილი მოამზადა.
ვიდეორგოლში კარგადაა გადმოცემული ყველა ის აუცილებელი, მარტივი საკომუნიკაციო ტერმინები და ფრაზები, რაც მასპინძელს ტურისტის მისაღებად, გასამასპინძლებლად, მისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შესათავაზებლად სჭირდება. ვიდეოგაკვეთილი საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები, რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი.
ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეორგოლი უკვე გადაეცა კურორტ გოდერძისა და სოფელ სახალვაშოში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს, რომლებმაც მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი სემინარ-კურსი გაიარეს. ვიდეორგოლი ეტაპოპრივად სხვა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმროს სახლების მეპატრონეებსაც დაურიგდება.