“ჯორჯიან ეარვეისი” ზაფხულის სეზონზე ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს.
“ჯორჯიან ეარვეისის” ავირეისები შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:
- თბილისი – ამანი – თბილისი – 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;
- თბილისი – ბეირუთი – თბილისი 2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე – კვირაში 2 სიხშირით;
- თბილისი – დამამი – თბილისი – 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;
- თბილისი – ბაჰრეინი – თბილისი – 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;
- თბილისი – დუბაი – თბილისი – 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;
ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com