რა ვქნათ როდესაც თვითმფრინავი აგვიანებს, ან რეისი გადაიდო, ან სულაც გაუქმდა? ასეთი შემთხვევები ხშირად არ, მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი რაოდენობით ხდება.
ცხადია, ავიარეისის გაუქმება-გადადებას, ან თუნდაც დაგვიანებას თან მოაქვს არც თუ უმნიშვნელო ზარალი თითოეული მგზავრისთვის. როგორ შეიძლება ამ ზარალის კომპენსირება?
ახლახანს გამოჩნდა რამდენიმე სერვისი, რომლებიც დაზარალებულ მგზავრებს კომპენსაციის მიღების პროცესში დახმარებას სთავაზობს. სანაცვლოდ, სერვისები გაცემული თანხიდან სხვადასხვა რაოდენობის პროცენტს იღებენ. ერთ-ერთი ასეთია და ჩემი აზრით საკმაოდ გამართულად მუშაობს compensair, რომლის მომსახურების საფასური თქვენთვის გადახდილი კომპენსაციის 25 პროცენტს შეადგენს. მაგალითად თუ კომპენსაცია 500 ევროა, მომსახურე კომპანიის პროცენტი 125 ევროა და თქვენ ხელზე მიიღებთ 375 ევროს. სტატისტიკის მიხედვით საშუალო საკომპენსაციო თანხა 450 ევროს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური არის 600 ევრო. ამ სისტემით სარგებლობა ძალიან მარტივია, საჭიროა, მხოლოდ ქვევით მოცემული განაცხადის ფორმის შევსება.
უფლებები
ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას მგზავრებს ენიჭებათ შემდეგი უფლებები:
რეისის დაგვიანების, გადადების ან გაუქმების შემთხვევაში ყველა მგზავრისთვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 125-დან 600 ევროს. კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია თუ აკმაყოფილებთ ერთ-ერთ პირობას:
- თქვენმა რეისმა 3 ან მეტი საათით დაიგვიანა;
- თქვენი რეისი გაუქმდა;
- თქვენს რეისს 3 საათზე ნაკლები დააგვიანდა, თუმცა ამის გამო თქვენ დააგვიანეთ სხვა თვითმფრინავზე და შედეგად საბოლოო დანიშნულების ადგილზე 3 საათით გვიან ჩახვედით.
- თქვენ უარი გითხრეს თვითმფრინავში ჩასხდომაზე თავისუფალი ადგილების არ არსებობის, ე.წ. ოვერბუკინგის გამო.
ასევე:
- თუ რეისის დაგვიანება/გაუქმება არ იყო გამოწვეული ბუნებრივი მოვლენებით, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვითა და სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით.
- ფრენის განხორციელებიდან არ არის გასული 6 წელზე მეტი.
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია დანიშნულების ადგილამდე კილომეტრების რაოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:
- 1500 კილომეტრამდე
- 1500-3500 კილომეტრამდე
- 3500-ზე მეტ კილომეტრზე
კომპენსაცია მოქმედებს საქართველოდან ევროკავშირის მიმაღთულებით და ევროკავშირიდან ნებისმიერი მიმართულებით დაგვიანებით განხორციელებულ ფრენებზე, იმ შემთხვევაში თუ ფრენა ხორციელდება ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიის მიერ.
კომპენსაცის ოდენობა არ არის დამოკიდებული ბილეთის საფასურზე. კომპენსაციის მოთხოვნისთვის არ არის აუცილებელი ბილეთის დაზღვევის არსებობა.
იმ შემთხვევაში თუ თქვენმა ფრენამ დააგვიანა 3 საათი ან მეტით ან რეისი გაუქმდა 14 დღით ადრე გაფრთხილების გარეშე, მგზავრებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია. პრობლემა გამოწვეული უნდა იყოს ავიაკომპანიის მიზეზით.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com