საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების ონლაინდაჯავშნის პლატფორმების, ისეთი როგორიც არის Booking.com – ბაზრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
“კონკურენციის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა,რის შედეგადაც – სასტუმროებსა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ფართო MFN პირობების (საუკეთესო ფასის გარანტია) გამოყენება საქართველოსკონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად იქნა მიჩნეული. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, სააგენტომ ევროპის სახელმწიფოების კონკურენციის ორგანოების მიერ დამკვიდრებულიპრაქტიკა გაიზიარა, რაც სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში კონკურენციის შემზღუდველი დებულებების კორექტირებას (ფართო MFN პირობების – ვიწრო MFN პირობებით ჩანაცვლებას) გულისხმობს.
მონიტორინგის პროცესშივე, სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული სუბიექტებიდან, 4 ეკონომიკური აგენტის მხრიდან მოხდა კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო MFN პირობების კორექტირება ანამოღება. (მაგ. ერთ-ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა MFN პირობებთან დაკავშირებით, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და პოლონეთში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების მსგავსად, გამონაკლისი დაუშვა საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში). დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მხრიდან, MFN პირობებთან მიმართებაში, არ ჰქონია ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო სახელშეკრულებო დათქმების გამოყენებას.
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, სააგენტომ უზრუნველყო – სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების მიერ, საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების დებულებები (MFN პირობების ნაწილში) შესაბამისობაში მოსულიყო საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან.”
წყარო: competition.ge
ამ გადაწყვეტილების წინა ისტორია იხ: https://www.interpressnews.ge/ka/article/413472-konkurenciis-saagentoshi-bookingcom-is-cinaagmdeg-gancxadeba-shevida