“კუკუშკას” დღემდე ეძახიან ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრავ მატარებელს, როგორც ჩანს ძველი ორთქმავლის პატივსაცემად. ახლა კი საუკუნის წინათ აშენებული რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია და მატარებლების გადაადგილებაზე ჩეხოსლოვაკიური წარმოების ლოკომოტივები ზრუნევენ. ამ ვიდეოში გადაღებულია “კუკუშკის” გასვლა ბაკურიანის სადგურიდან.
მართალია ახლა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია, მაგრამ მას მაინც შემორჩა ძველი ორთქმავლის მატარებლის რუსული მეტსახელი – “კუკუშკა” (გუგული).
ისტორია სათავეს იღებს მეფის რუსეთიდან, როდესაც 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. სწორედ მისი მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა.
ახლა ლოკომოტივის ფუნქციას ჩეხოსლოვაკიური წარმოების ელმავალი ЧС11 ასრულებს, რომელიც 1966 წელს დამზადებულია “შკოდას” ქარხანაში და მას სამშობლოში “უთოს” ეძახიან, დიზაინის უთოსთან მსგავსების გამო.
სიძველის მიუხედავად, “კუკუშკა” კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით ზამთარში, ბაკურიანში ასასვლელად. ის რთული რელიეფის დაფარვას 2 საათს ანდომებს, მაგრამ დაკარგული დროის კომპენსირება ულამაზესი ხედების ხილვით ხდება.
სამახსოვრო სურათი “კუკუშკით” გამგზავრების წინ ტრადიციად იქცა.
ადრე ეს რკინიგზა ანდეზიტის საბადოსაც ემსახურებოდა და სატვირთო ფუნქციაც ჰქონდა, ახლა ის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულებისაა.
შემდეგი გაჩერება ბორჯომის პარკი…