ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.
“ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).
ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემას.
პოლონეთის ტერიტორიაზე მგზავრობა ამ შავი და ძალიან კომფორტული ავტობუსით ხორციელდება. “ლეოექსპრესის” ვებსაიტზე ბილეთების შეძენისას შესაძლებელია ადგილების არჩევა, როგორც ავტობუსში ასევე მატარებელში.
კრაკოვიდან ავტობუსი კატოვიცეს გავლით მიდის ჩეხეთის სასაზღვრო ქალქ ბოჰუმინში. საზღვრის გადაკვეთის შემჩნევა არც ისე იოლია, თუ კარგად არ დააკვირდებით მცირე ზომის საგზაო ნიშნებს. ავტობუსის პერსონალი მგზავრებს უფასო ყავითა და ნამცხვრებით უმასპინძლდება.
2 საათიანი მგზავრობის შემდეგ ბოჰუმინში ავტობუსი პირდაპირ ვაგზლის წინ ჩერდება.
ბაქანზე “ლეოექსპრესის” შემოსვლას მგზავრებთან ერთად დამლაგებლების გუნდიც ელოდა.
“ლეოს” მატარებელი უხმაურო და კომფორტულია და პრაღამდე 3 საათი მგზავრობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ავტობუსში და მატარებელში უფასო ინტერნეტია, ვაგონში სკამის ქვემოთ ელექტროენერგიის შტეფსელებიც არის ლეპტოპისა თუ სხვა მოწყობილობების შესაერთებლად.
საინფორმაციო მონიტორზე ნახავთ დროს, მომდევნო სადგურს, მატარებლის სიჩქარეს, რამდენიმე რეკლამას და მარშრუტის რუკას. ფოტოს გადაღების მომენტში მატარებელი ანვითარებდა 156 კმ/სთ-ს, თუმცა კი მთელი მარშრუტის მანძილზე ძირითადად 160 კმ/სთ-ით მოძრაობდა. მატარებელში ყავა და საკვები ფასიანია.
პრაღიდან “ლეოექსპრესის” მატარებელი + ავტობუსით იაფად მგზავრობას შეძლებთ ჩეხეთის რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, მათ შორის არის ჩესკი კრუმლოვი, რომლის მონახულებას ყველას ვურჩევ. ასევე, შეგიძლიათ სლოვაკეთის რამდენიმე ქალქსაც ესტუმროთ.
ლეოექსპრესის მოქმედების არეალი იხილეთ 360 რუკაზე