„ლუფთანზამ“ (Lufthansa) თბილისი-მიუნხენის ორი ავიარეისი დაამატა და მგზავრებს ამ მიმართულებით ყოველკვირეულად 9 რეისს სთავაზობს.
- მეორე რეგულარული რეისი ყოველ სამშაბათსა და შაბათს
- 14%-იანი ზრდა მაღალი მოთხოვნის შესაბამისად
- „ლუფთანზა“ თბილისს მსოფლიოსთან 2005 წლიდან აკავშირებს
სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება თანამედროვე ეარბას A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით.
დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს – განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან. „ლუფთანზას“ ყველა მგზავრს საშუალება აქვს, მიუნხენიდან გადაადგილდეს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით. თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადის 14%-იან ზრდას განაპირობებს. სწორედ მიუნხენშია „ლუფთანზას“ ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და კომფორტული ტერმინალით. ტერმინალს Skytrax 5-Star ჯილდოც აქვს მიღებული.
“ცხრა ყოველკვირეული რეისის არსებობით, საქართველოს დედაქალაქიდან მიმავალ თუ თბილისში მომავალ მგზავრებს უფრო დიდი არჩევანის საშუალება აქვთ. „ლუფთანზას“ დამატებითი რეისები ეხმაურება მგზავრების დიდ მოთხოვნას, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და თბილისისა თუ რეგიონების მასშტაბით ვიზიტორების მზარდი რაოდენობა განაპირობებს. „ლუფთანზას“ მოღვაწეობა საქართველოში ცხადი პოზიტიური მაგალითია იმისა, რომ ჩვენს გრძელვადიან და მდგრად სტრატეგიას ზრდისა და წარმატებისკენ მივყავართ“ – აღნიშნა შტეფან კროიცფეინტერმა, „ლუფთანზას“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 22 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს.
ლუფთანზა და საქართველო
2005 წლის 5 ივნისს ლუფთანზას თვითმფრინავი საქართველოში პირველად ჩამოფრინდა. მას შემდეგ, ბოლო 14 წლის განმავლობაში, ლუფთანზა იქცა საიმედო ბმულად, რომელიც საქართველოს ევროპის გულთან აკავშირებს და თბილისსა და მიუნხენს შორისა თუ მის ფარგლებს გარეთ მილიონზე მეტი მგზავრის გადაადგილებას უზრუნველყოფს. ქართელ მგზავრებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებები. ლუფთანზას ერთ-ერთ ავიაგადამზიდს, „ავსტრიის ავიახაზებს“ საქართველოში მოღვაწეობის კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს. „ავსტრიის ავიახაზებმა“ თბილისიდან ოპერირება ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო და 2010 წლამდე განაგრძობდა. ამჟამად „ავსტრიის ავიახაზები“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ თანამშრომლობს და მგზავრებს სთავაზობს რეისებს ვენის მიმართულებით.
„საქართველო „ლუფთანზას“ წარმატების მაგალითია. ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ გამარტივებული სამოგზაურო რეგულაციები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. „ლუფთანზა იყო ერთ-ერთი პირველი დასავლეთ ევროპული ავიაკომპანია, რომელმაც თბილისში ოპერირება დაიწყო“ – აღნიშნა რენე კოინზეკმა, „ლუფთანზას“ გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში.
თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის რეისის ბილეთის ფასი 791 ლარიდან იწყება, ხოლო მიუნხენის გავლით თბილისი-ნიუ იორკის რეისის ბილეთის ფასი – 2,274 ლარიდან. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია lufthansa.com-ზე ან ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com