თავისუფალი უნივერსიტეტის ლაბორატორია

დიდი ხანია მესმის ხმები “თავისუფალი უნივერსიტეტის” ლაბორატორიაში სასწაულები ხდებაო. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “თავისუფალი უნივერსიტეტის” კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის ლაბორატორიას ვესტუმრე.

ლაბორატორიას ჩემი ძველი ნაცნობი ზვიად სულაბერიძე ხელმძღვანელობს და როგორც თვითონ ამბობს სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტერესს უღვიძებს 🙂

ზვიადმა ამ ლაბორატორიაში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა “სეგვეი”, რომელიც ერთი შეხედვით ქარხნულს წააგავს, მაგრამ მთლიანად ხელით არის აწყობილი.

სეგვეის რამდენიმე დეტალი დამზადებულია 3D პრინტერით.

ზვიადი, მის ზურგს უკან მდგარი 3D პრინტერის მუშაობის პრინციპს გვიხსნის. ეს წვრილი პლასტიკატის თოკი წვრილ მილს გაივლის, რომელიც ფოტოზე ზვიადს ხელში უჭირავს. მაღალ ტემპერატურაზე მასალა კიდევ უფრო წვრილი და მოქნილი ხდება. ხოლო, პრინტერის ე.წ. კარტრიჯები თავიანთი მოძრაობით, კომპიუტერიდან მიწოდებული 3D გამოსახულების კონტურებს იმეორებენ და ფენა-ფენა ქმნიან საკამოდ მყარ დეტალს.

ეს ნივთებიც 3D პრინტერზე დამზადდა, ოღონდ უფრო მარტივ პრინტერზე.

3D პრინტერის პროდუქტია ობობა რობოტის კორპუსიც.

წინ თუ შეგამჩნია შეჩერდება, ხოლო თუ ზურგს უკან დაგინახა – გარბის 🙂

კიდევ ერთი რობოტი, რომელიც უპილოტო თვითმფრინავს წააგავს.

პროპელერების დამაგრების შემდეგ შეუძლია წინასწარ მის მეხსიერებაში ჩატვირთული რუკის შესაბამისად დაახლოებით 1 საათის მანძილზე იფრინოს და ვიდეო-ფოტო გადაღება აწარმოოს, ანდაც მსუბუქი ტვირთი გადაიტანოს.

კიდევ ერთი რობოტი, რომელიც საბავშვო სათამაშოს, “ლეგოს” მეშვეობით შეიქმნა.

ამ რობოტის მოძრაობა მოწყობილია “სეგვეის” მოძრაობისა და წონასწორობის პრინციპის მიხედვით. მისი წონასწორობის სისტემის მიკროსქემის თვისებების გამოყენებით, ზვიადმა დაიწყო რობოტის ხელის დამზადება, რომელიც ადამიანის ხელის მოძრაობას გაიმეორებს.

ყველაფერი კი ამ დიდი “აიპედის” მსგავსი თაჩსკრინკომპიუტერის შექმნით დაიწყო.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლაბორატორიის რჩევაა, მოამარაგეთ ბავშვები ასეთი სათამაშოებით, რომლებიც არც ძვირი ჯდება და რომლებიც გამომგონებლურ სურვილებს ბავშვებთან ერთად უფროსებსაც აღუძრავს 🙂

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი