მეტროს დეპო

თბილისის მეტროს გლდანის დეპო 1985 წელს გაიხსნა. ის ე.წ. გლდანის ხიდთან, მტკვრის პირას მდებარეობს და თითქმის 2 ასეულ ვაგონს ემსახურება.

დეპოში დგას მეტროს მატარებლების სარეზერვო შემადგენლობები. ეს არის თბილისში მოდერნიზებული ვაგონები, რომლის მარკაა 81-717M.

დეპოში თითქმის ყოველ ნახევარ საათში შემოდის მატარებლები ტექნიკური შემოწმების მიზნით.

შემადგენლობის დათვალიერება 20 სათში ერთხელ ხდება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში რემონტი ადგილზე უტარდება.

ვაგონის შემოწმება სავალ ნაწილებზე რკინის ინსტრუმენტის კაკუნით იწყება და ელექტროსისტემების, მაგალითად კარებების გაღება-დახურვის ტესტირებით მთავრდება.

შემოწმების პროცესი

მოდერნიზებული ვაგონის სალონი

დეპოს თანამშრომლები სიამოვნებით ასრულებენ თავიანთ საქმეს 🙂

დეპოში ვაგონების კაპიტალურად შესაკეთებლად სპეციალური ანგარი აქვთ, სადაც სამი ვაგონი იდგა.

აქვე არის დამონტაჟებული ექსპლოატაციის შედეგად დეფორმირებული ბორბლების ზედაპირის გასასწორებელი დანადგარი.

გარემონტებული სავალი ნაწილი, “შასი” – ორ ასეთ შასიზე დგას ვაგონი. მასზეა დამაგრებული ძრავა და მოწყობილობა, რომელიც საკონტაქტო რელსიდან იღებს ძაბვას (ფოტოზე მოსჩანს მარჯვენა ქვედა მხარეს).

მარაგნაწილები

ესეც სამრეცხაო

ინსტრუქცია სამრეცხაოში

გლდანის დეპოში ინახება თბილისის მეტროს ვაგონების ძველი მოდელები.

ზევით ე.წ. ნუმერული ვაგონები და ქვევით Ема-502 ვაგონების შემადგენლობა.

მხოლოდ ამ შემადგენლობას ებმება ძველი გერმანული ვაგონი, რომელიც გამოშვებულია 1927 წელს. მისი ისტორიისა და დანიშნულების შესახებ წინა პოსტში დავწერე.

გლდანის დეპო

აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ელ-დეპო “გლდანის” უფროსს გრიგოლ ხუცურაულს და დეპოს მთელს კოლექტივს გაწეული დახმარებისთვის.

დეპოს მუშაობის ამსახველი ვიდეო

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს