14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი.
2015 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგინეს მცირე-ოჯახურმა მარნებმა (102 მარანი) დ საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია).
ახალი ღვინის ფესტივალზე ტრადიციულად ჩატარდა ქვევრის საზეიმო გახსნის ცერემონიალი. გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები…