ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით როგორია ქალქი. ეს არის კომუნისტური უსახური არქიტექტურისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის უწესრიგობის ნაზავი, რომელიც დიდ დაუსრულებელ ბაზრობად იქცა. ძველი ევროპული ვაგზალი კი ევროპულ თბილისთან ერთად განადგურდა და წარსულს ჩაბარდა 🙁 გულდასაწყვეტია, რადგან იმ ქალქებში, რომლებსაც კომუნისტურ-საბჭოთა რუსეთთან უფრო ხანმოკლე შეხება ჰქონდათ ბევრი რამ გადარჩა…
ძველ ევროპულ ქალაქს ძველი ვაგზალი უნდა ამშვენებდეს. ბუდაპეშტის სამ ძირითად ვაგზალს შორის ერთ-ერთია “ნიუგატის” რკინიგზის სადგური, რომელიც პეშტის მხარეს, ქალაქის შუაგულში მდებარეობს.
ეს არქიტექტურულად გამორჩეული შენობა 1874-77 წლებში აუგია კომპანია Eiffel & Cie-ის გუსტავ ეიფელის ხელმძღვანელობით. საქართველოშიც არის ეიფელის კონსტრუქცია, ვინ რა იცის მის შესახებ შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ.
სალაროების დარბაზი:
ძველი ვაგზლის ინფრასტრუქტურა, მაგალითად დაბალი, ჩიხური ბაქნები სიძველის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.
სიძველის მიუხედავად, ელექტრონული საინფორმაციო დაფები, მუშა საათები უნგრული ენის არმცოდნე უცხოელსაც კი უადვილებს რკინიგზის სადგურით სარგებლობას. თუმცა მაინც არიან დაგვიანებული მგზავრები…
თუ ამ ვაგზლით ისარგებლებთ და ბუდაპეშტში დარჩენას გადაწყვეტთ აუცილებლად დაგჭირდებათ ღამის გასათევი ადგილი. ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.
თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.