OmniBus თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალ მგზავრებს აფრთხილებს

OmniBus – 8 იანვრამდე, თბილისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტობუსები გავლენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან.

ომნიბუსის დროებითი ცვლილებები უკავშირდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიებებს. მთავარი ნაძვისხისა და საახალწლო სოფლის მოწყობის გამო რესპუბლიკის მოედანი, OmniBus-ის ავტობუების გასვლის ადგილი, 8 იანვრამდე ჩაკეტილია. შესაბამისად, ავტობუსები გავლენ მოედნის ქვედა ტერიტორიიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული პარკინგიდან.

დამატებითი ინფორმაცია: omnibusexpress.ge

რუკა

Related posts

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს

Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის ფრენები დაიწყო