ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით…
პოსტები
ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება.
Wizz Air ქუთაისიდან უკვე 39 მიმართულებით იფრენს, მაგრამ ორიოდე წლის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ ევროპაში იაფად ფრენა მხოლოდ სარეკლამო ტყუილს წარმოადგენდა.
ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სილამაზესთან ერთად, სიიაფეა, როგორც ავიაბილეთების, მოგზაურობის წვრილმანი ხარჯების, ასევე საცხოვრებლის. ამ მხრივ Airbnb დიდ არჩევანს გვთავაზობს. თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.
დუნაიზე უნგრების დამკვიდრების, “სამშობლოში დაფუძნების” 1000 წლის აღსანიშნავად, 1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტალურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელს მსოფლიოში.
ბაზარში ვაჭრობა არასდროს მიყვარდა, ჩვენს ბაზრებში გამეფებული უწესრიგობისა და ანტისანიტარიის გამო, მაგრამ ბუდაპეშტის ბაზარი სულ სხვა აღმოჩნდა.
ბიუჯეტურ მოგზაურობას ორი მხარე აქვს. სიიაფე უსიტყვოდ მისი დადებითი მხარეა. რა არის მეორე, პირობითად უარყოფითი მხარე?
ბუდაპეშტში ბიუჯეტურზე ბიუჯეტური ტურით მივემგზავრები. მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება 150-200 ევროდ მოინახულო ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ეს კი შესაძლებელია ქუთაისის აეროპორტიდან, ვიზეარის რეისით… “ვიზეარის” იაფი ავიაბილეთები ზამთარში კიდევ უფრო იაფდება…
2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც…