პარიზი: ლუვრიდან-ვერსალამდე (ნაწილი 2)

პარიზის ღირშესანიშნაობების ჩამოთვლას რა პოსტი დაიჭერს? სულ რომ არვინ გიხსენოს, ეიფელის კოშკს, ტრიუმფალურ თაღს, ლუვრს… ისედაც ნახავ. და კიდევ ბევრ სხვას (სადამდეც დრო გაგწვდება). მაგრამ, ეგებ, მეც გირჩიო რამე.

პარიზი ყოველთვის საუკეთესო იდეაა.
ოდრი ჰეფბერნი. ბილი უაილდერის “საბრინა”

მუზეუმები

ლუვრი, მონა ლიზა… “ამ ქალბატონს საუკუნეების მანძილზე იმდენი აღუფრთოვანებია, რომ ახლა თავად წყვეტს, ვინ აღაფრთოვანოს და ვინ – არაო” – რანევსკაიას უთქვამს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ჩინოვნიკისთვის.

მაგრამ “ლუვრში არ არიან იმპრესიონისტები. ამიტომ თუ უდიდესი ფრანგი მხატვრების ხილვა გსურს – უნდა ეწვიო ორსესორანჟერის და მარმოტანს (ეს ბოლო კლოდ მონეს პერსონალური მუზეუმია, თუმცა მონე ორსეში და ორანჟერიშიც არის).

დაკიდევ – როდენის მუზეუმი. სკულპტურის მოყვარულთათვის ეს მუზეუმი მასთსია.

ავანგარდისტები და თანამედროვე ხელოვნება – პომპიდუს ცენტრშია წარმოდგენილი. ექსპრესიონისტური და სიურეალისტური სკულპტურის მოყვარულებმა კი ალბერტო ჯაკომეტის პარიზულ მუზეუმს უნდა მიაკითხონ, რომელიც ახლახანს, ივნისის თვეში გაიხსნა (არ მინახავს, მაგრამ ამბობენ მდიდარი ექსპიზიცია არისო, თუმცა, ჯაკომეტის სკულპტურები ორსეშიც არის).

რაც ეხება პიკასოსა და დალის პარიზულ მუზეუმებს, პიკასოს და დალის მთავარი მუზეუმები, როგორც ამბობენ, ბარსელონაშია (მე არ ვყოფილვარ და ვერ შევადარებ). თუ დრო გაქვს – პარიზულის ნახვაც შეიძლება. დალის მუზეუმი ციცქნაა, ფერწერული ნამუშევრები ცოტა – ძირითადად სკულპტურებია, დეკორი და ავეჯი მეი უესთის წითელი ტუჩების ჩათვლით. 

კინოს მოყვარულთათვის მასთ სი პარიზის სინემატიკია ექსპონატებით ლუმიერების, ჰიჩქოქის და ბევრი სხვა გენიოსის ფილმებიდან.

პარიზში ძმები ლუმიერების სახელობის სხვა მუზეუმიც არის – ლუმიერების ატელიე. ახალი გახსნილია და ტრადიციული და ავანგარდისტული, ძველი და ახალი ხელოვნების და გამოხატვის ფორმების შეხვედრის ადგილია. აი – რაღაც ასე. ჩემს იქყოფნაში გუსტავ კლიმტის დღეები იყო.

NB! ინვალიდების სასახლეს (სამხედრო მუზეუმს) არ ვახსენებ, ჩემი “ბონაპარტიზმი” თავს რომ არ მოგახვიო.  მაგრამ შეგახსენებ გაკვრით, რომ გენიოსი ადამიანის საფლავია აქ, სახურავიდან კი ლამაზი ხედი იშლება პარიზზე. მეორე დიდი გენიოსი დიუმა პანთეონშია დასაფლავებული ჰიუგოსა და ზოლას გვერდით.

ვერსალს რეკლამა არ ჭირდება, მაგრამ რაკი პარიზიდან შორსაა, ბილეთი – ძვირი, სანახავი კი – ბევრი, პირველ ჩასვლაზე სავერსალო დროის გამონახვა ჭირს ხოლმე.

თუ მოიხელთე დრო, არ ინანებ: სასახლე ნამდვილი საოცრებაა და ბაღი კი – სამოთხე. მხოლოდ, გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ჩასვლა არ ღირს. ბაღის სილამაზით რომ დატკბე სრულად საუკეთესო პერიოდი, ალბათ, მაისი და ზაფხულია.

ვერსალში RER მიდის, C ხაზი. როგორც წინა პოსტში ვწერდი, Navigo All Zones ვერსალამდე მგზავრობის უფლებას გაძლევს. Versailles Château-Rive Gauche სადგური სასახლიდან 10 წუთის სავალშია. გზად ქალაქ ვერსალის მერიის კოხტა შენობაც შეგხვდებათ.

RER-ის A ხაზით მიხვალ ვენსანის (ასე ვიცნობთ ჩვენ, თორემ სინამდვილეში ვანსენი ქვია) სასახლესთან, პარიზს გარეთაა და ხშირად, დროის დეფიციტის გამო, ესეც ტურისტულ “სეკვესტრში” ხვდება… სულ ტყუილად! ლამაზი სასახლეა მდიდარი ისტორიით (აქ არ მოვყვები – ბევრ ადგილს დაიჭერს).

RER-D პარიზს აკავშირებს სენ-დენისთან. სხვათა შორის, აქ არის სტად დე ფრანსის სტადიონი, მაგრამ მთავარი ღირშესანიშნაობა (თუმცა, ვისთვის-როგორ) სააბატოა დიდი ტაძრით და ფრანგი მეფეების განსასვენებლით.

ფონტენბლოს სასახლისკენ მატარებელი ლიონის სადგურიდან გადის. მგზავრობას Navigo (All Zones) ბარათი ფარავს. ნამყოფი არ ვარ, თუმცა სანახავია. პატარა, კოხტა ქალაქია და დიდი სამეფო რეზიდენცია.

ბულონის ტყისპირ, ფრანკ გერის ფუტურისტულ შედევრში ლუი ვიტონის ფონდის მუზეუმია.

გასული წლის მიწურულს სახლში, სადაც ივ სენ ლორანი ცხოვრობდა და ქმნიდა, სადაც იყო მისი ატელიე, მუზეუმი გახსნეს. ამ ჯერზე, სამწუხაროდ, დრო არ მეყო.

მოდა და დიზაინი თუ გაინტერესებს: გირჩევ მოინახულო MAD (დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი) და სრულიად გამორჩეული და არაჩვეულებრივი Palais Galliera(პარიზის მოდის მუზეუმი) – ამჟამად დაკეტილია და იქ რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

NB! თუკი ამა წლის 12-14 ოქტომბერს მოგიხდა პარიზში ყოფნა, ხელიდან არ გაუშვა შანსი, ეწვიო LVMH ჯგუფში შემავალ 50-ზე მეტ მოდის სახლსა და საწარმოს, მათი დათვალიერება ამ სამი დღის განმავლობაში საგანგებო აქციის ფარგლებში უფასო იქნება! გამორჩეულად მაინც “ჟივანშის” ატელიეა საინტერესო – როგორც წერენ, მისი კარი ვიზიტორთათვის ასე ფართოდ არასდროს გაუღიათ, ამდენად, ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა.

მუზეუმები – იაფად

თითქმის ყველა ჩამოთვლილი მუზეუმის და კიდევ სხვა ბევრის (მონესა და ლუი ვიტონის მუზეუმის გარდა) მონახულების უფლებას გაძლევს მუზეუმის ბარათი. მსგავს ბარათზე უკვე ვწერდი სტამბოლის და ბელგიის პოსტებში. Paris Museum Pass-იც მათი მსგავსია. 6-დღიანი €79 ღირს. 2 ან 4-დღიანის ყიდვაც შეიძლება. ყველა ინფორმაცია ოფიციალურ ფეიჯზეა.

NB! მუზეუმის ბარათი ბილეთის რიგს აგაცილებს! მერწმუნე, ეს დიდი შვებაა. რიგები (განსაკუთრებით ტურისტულ სეზონში) არის თვალუწვდენელი და გულგამწვრილებელი. მუზეუმებს საიტზე, როგორც წესი, ვიზიტორთა სტატისტიკაც უდევთ ხოლმე – როდისაა პიკური დატვირთვა. ჩვეულებრივ, დილით ადრე (გახსნისთანავე) და გვიან (უშუალოდ დახურვის წინ) ყველაზე ნაკლები ხალხია… ცხადია, ეს მეორე სარისკოა – შეიძლება ცხვირწინ მოგიხურონ კარი.  მე დილით ადრე ვიზიტს ვამჯობინებ ხოლმე.

NB! ვერსალის დათვალიერებას ერთი სრული დღე მიაქვს. ლუვრს – რამდენიმე. ორსე – 3-4 საათი მაინც… და ა.შ.

 © Lord VaderStylish Blogსაავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

___

პარიზის მუზეუმის ბარათი

პარიზის ტურიზმის საინფორმაციო ბიურო

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

1 კომენტარი

Tamuna 23 მარტი, 2019 - 18:28
Au Lapin Agile (ნინი ჯანაშიას) პარიზი. საღამო. კაფე მოდებილო - "Au Lapin Agile". გარეთ მონმარტრია, ქუჩა ტირიფების... მღერის ვოდევილებს (ოლივ ბესსელენის) დასი - "Normandie". საღამო. პარიზი. პოეტთა კაბარე - კედლებს ანრე ჟილის ამშვენებს გუაში. და კარგად აღზრდილი გარსონი მაბარებს ანგარიშს, რომ ერთ დროს... რომ თურმე... და ა. შ. და თურმე მალარმეს, უყვარდა "Йlisйe" (კერძია ერთგვარი) და შანდონ მოეტი. სულაც არ ანაღვლებს, დღეს, სადღაც თბილისში, რომ იქნებ ძალიან, მწერლებს და პოეტებს შიათ ან წყურიათ - ჰკიდია ცალ ფეხზე... პარიზი. საღამო. 13 მარტია. - Cafй, s il vous plaоt... - Seulement? - Oui... Merci! ვზივარ კაფეში და გარეთ მონმარტრია.

Comments are closed.

Add Comment