პარლამენტში მხარი დაუჭირეს Airbnb-ის ბინების გადასახადის შემცირებას

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ბინის გამქირავებლებს 5%-იანი გადასახადისგან ათავისუფლებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოს” კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას. ამით ბინის ყველა გამქირავებელს, ვისი წლიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან არ აღემატება 30,000 ლარს, გათავისუფლდება იმ 5%-იანი გადასახადიდან, რომელსაც ისინი თავისი ბინის საცხოვრებლად გაქირავებისთვის იხდიან.

კანონპროექტის არგუმენტაცია ასეთია: ეს ადამიანები არ ეწევიან კომერციას. ისინი ინახავენ თავს ბინის გაქირავებით, მათ თავი გააქვთ ამ საყოველთაო გაჭირვებაში. შესაბამისად, მთავრობა რაც უფრო ნაკლებად შეეხება მათ ჯიბეს, მით უფრო მარტივად იცხოვრებს ეს ხალხი.

“ევროპული საქართველოში” ასევე მიიჩნევს, რომ სემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანოს.

შარშან “ევროპულმა საქართველომ” სცადა ასევე 5%-იან ზღვარზე ჩამოეყვანა ბინის არასაცხოვრებელ ფართად გაქირავების 20%-იანი დაბეგვრაც, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო კანონპროექტი. დღეს უმრავლესობის ცალკეული წევრები თავადაც ამბობენ, რომ ეს ცვლილება აუცილებლად გასაკეთებელია.

კანონპროექტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/204877

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს