კრაკოვში მორიგი მოგზაურობის თარიღი ახლოვდება და იმაზე ფიქრში თუ რა დამრჩა კიდევ სანახავი გამახსენდა, რომ ბევრი მასალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მაქვს. მათ შორის არის პოლონეთის ავიაციის მუზეუმი. არ მიყვარს მუზეუმებში ხეტიალი, უფრო ცოცხალი ქალაქების მონახულება მირჩევნია, მაგრამ ავიაციის მუზეუმი ერთ-ერთი გამონაკლისია – ის ნამდვილი სამოთხეა მფრინავი ჯართის მოყვარულთათვის.
მუზეუმი დაარსდა 1964 წელს და დღემდე ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესით სარგებლობს ექსპონატების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. ძველ აეროდრომზე განლაგებულ მუზეუმში დაცულია 150-ზე მეტი მფრინავი აპარატი და უამრავი საავიაციო ძრავი თუ მოწყობილობა.
Yakovlev Yak-23 – მწარმოებელი საბჭოთა კავშირი 1947 წლიდან. უფრო კონკრეტულად კი თბილისის 31-ე ქარხანა (თბილავიამშენი).
თანმიმდევრობის დაცვა გამიჭირდება და ყველა ექსპონატსაც ვერ გაჩვენებთ, მაგრამ შევეცდები ძირითადი არ გამოვტოვო.
ლეგენდარული ბრიტანული Bristol F.2B Fighter. მისი წარმოების დაწყება 1917 წლით თარიღდება. პოლონეთს 106 ცალი Bristol F.2B Fighter 1920 წელს შეუძენია, რომლებიც ექსპლოატაციაში იყო 1932 წლამდე.
შემდეგია “ისკრა” – TS-11 Iskra bis B “Red 1”. ეს არის პოლონური საბრძოლო-სავარჯიშო თვითმფრინავი, რომლის წარმოება თარიღდება 1971 წლით. ტექნიკური მახასიათებლებიდან თვალში მომხვდა სიჩქარე – 720 კმ/სთ.
პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალები აღჭურვილი იყვნენ “ისკრას” რამდენიმე მოდიფიკაციის თვითმფრინავეით.
Albatros C.I – 1920 წელს აგებული ამ საფრენი აპარატის (ნარჩენების) გადაღება ოდნავ გამიჭირდა რადგან მოთავსებული იყო ჩაბნელებულ და ვიწრო დერეფანში, თუმცა თვალსაჩინოებისთვის მაინც გამოდგება.
უამრავ ექსპონატს შორის ყველაზე მეტად სააბი მომეწონა. შვედური გამანადგურებელი SAAB J 35J Draken აგებულია 1958-60 წლებში.
ეს სილამაზე ანვითარებს 2125 კმ/სთ სიჩქარეს. თვითმფრინავების მშენებლობაში დაგროვილი ცოდნა და ტექნოლოგიები გამოყენებულია სააბის ავტომობილების შექმნისას.
კიდევ ერთი სააბი – SAAB AJSF 37 Viggen, რომელიც ანვითარებს 1185 კმ/სთ-ს. მისი წარმოების დასაწყისი 1970 წლით თარიღდება.
შვედურიდან ჩეხოსლოვაკიურზე გადავინაცვლოთ.
1961 წელს აგებული Aero L-29 Delfín (Dolphin), რომელმაც მაშინ მოსკოვში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა და საბჭოთა Yak-30 და პოლონური TS-11 Iskra დაჯაბნა.
ჩეხოსლოვაკიის ავიაციის შემდეგ მეზობელი გერამნიის საფრენ აპარატებსაც გადავხედოთ.
Amiot AAC.1 Toucan (Junkers Ju 52/3m g14e) – ამ თვითმფრინავმა “ომის” ფილმები და ჰიტლერი გამახსენა, არადა ფრანგების ხელიც ურევია მის წარმოებაში. 1932 წელს შექმნილი ეს მოდელი Junkers Ju 52 გამოყენებული იყო როგორც სამოქალქო, ასევე სამხედრო ავიაციაში.
გერმანიის შემდეგ საბჭოთა სამხედრო საავიაციო მრეწველობის პროდუქციასაც გადავხედოთ.
საბჭოთა MiG-15 (მიქოიან-გურევიჩი) – ეს თვითმფრინავი აგებულია პოლონეთში, ამიტომ მუზეუმში გვხვდება – WSK Lim-1 სახელწოდებით. მისი ისტორია 1947 წლიდან იწყება. საბჭოთა კავშირში MiG-15-ს ამზადებდა თბილისის 31-ე ქარხანა.
MiG-15bis / WSK Lim-2-ის ცხვირის ნესტოები. MiG-15-ის ოდნავ გვიანი ვერსია, ის აგებულია 1949 წელს. ანვითარებს 1075 კმ/სთ სიჩქარეს.
ეს კი სუფთა საბჭოთა Mikoyan-Gurevich MiG-15UTI
გამორჩეულცხვირიანი “მიგი” – WSK Lim-6MR
კიდევ ერთი “მიგი” არანაკლებ გამორჩეული ცხვირით – WSK Lim-6M
საბჭოთა Mikoyan-Gurevich MiG-19PM.
ამ და ზევით გამოფენილი სხვა “მიგების” ფრენის სიჩქარე მერყეობდა 1100 კმ/სთ-დან 1250 კმ/სთ-მდე. ახალ გადავედით უფრო მაღალ სიჩქარეებზე.
Mikoyan-Gurevich MiG-21F-13 – მისი მაქსიმალური სიჩქარეა 2175 კმ/სთ. მისი წარმოება სათავეს იღებს 1960 წლიდან.
კრაკოვის მუზეუმში დაცულია თბილისის საავიაციო ქარხანაში შექმნილი კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი. მათ შორის არის MiG-21U, MiG-21UM და MiG-21US.
Mikoyan-Gurevich MiG-21US
Mikoyan-Gurevich MiG-21UM
მიგებს კოლექცია სრულდება “ორკუდინი” GT ვერსიით, “გრანდტურიზმო” არ გეგონოთ 🙂
Mikoyan-Gurevich MiG-29GT (UB) მისი სერიული წარმოება საბჭოთა კავშირში დაიწყო 1982 წელს. თვითმფრინავი ანვითარებს 2400 კმ/სთ სიჩქარეს.
ავიაციის მუზეუმში გამოფენილია რამდენიმე “სუ”, მაგრამ არცერთია თბილისური წარმომავლობის.
Sukhoi Su-22M4
მოიერიშე და გამანადგურებელ თვითმფრინავებს ენაცვლება სამხედრო ვერტმფრენები.
მათ მოსდევს სამოქალაქო ავიაცია.
1973 წელს აგებული საბჭოთა Yakovlev Yak-40
1946 წლის საბჭოთა Ilyushin (VEB) IL-14S
ისევ სამხედრო თვითმფრინავები:
1971 წელს აგებული ამერიკული Hawker Siddeley Harrier GR.3
ფრანგული Dassault Mirage 5 BA – აგებულია 1970 წელს, ანვითარებს 2400 კმ/სთ.
ანგლო-ფრანგული SEPECAT Jaguar GR.1
მარცხნივ ამერიკული Ling Temco Vought A-7P Corsair II
საბჭოთა Yakovlev Yak-17 – 1947 წ.
და კიდევ ერთი “იაკი” – Yakovlev Yak-11
ეს კი 1913-14 წლების გერმანული Albatros B.IIa (L.30) მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 120 კმ/სთ.
და ბოლოს ლეგენდარული F სერიის Lockheed F-104S ASA-M Starfighter
F-104S-ის წარმოება სათავეს იღებს 1950 წლიდან აშშ-ში. ის იყო სერიული წარმოების პირველი თვითმფრინავი, რომელიც ანვითარებდა 2000 კმ/სთ-ზე მაღალ სიჩქარეს (მაქსიმუმ 2330 კმ/სთ).
თვითმფრინავის კორპუსის ფორმებისა და აეროდინამიკის, ასევე მძლავრი ძრავის გამო მას რაკეტასაც კი ეძახდნენ.
ეს თვითმფრინავი დიდი ხნის მანძილზე იყო ნატოს წევრი ქვეყნების, თურქეთისა და იტალიის სამხედრო საჰაერო ძალების სიამაყე. სულ გამოშვებულია 2580 ერთეული F-104 და რომელთა ექსპლოატაციას ეწეოდა 14 ქვეყანა.
თუ კრაკოვში მოგზაურობას და ავიაციის მუზეუმის მონახულებას გადაწყვეტთ აუცილებლად დაგჭირდებათ დაბალბიუჯეტიანი სასტუმროს დაჯავშნა. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავსს- საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.
ან შეგიძლიათ Airbnb-ზე ჩემგან დარეგისტრირდეთ და დაჯავშნოთ აპარტამენტი 20 დოლარიანი ფასდაკლებით.