კრაკოვში, მუნიციპალური ინჟინერიის მუზეუმში, ერთ დიდ პავილიონში თავმოყრილია პოლონეთში სხვადასხვა დროს უცხოური ლიცენზიით თუ ადგილობრივი კონსტრუქციით შექმნილი ავტომობილები, მოტოციკლეტები და სხვა მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები. სუსტი განათების გამო ზოგიერთი ფოტოს ხარისხი მოიკოჭლებს, მაგრამ მაინც… თავდაპირველად ავტობუსი “რაგბი”, 1929 წლიდან ემსახურებოდა კრაკოვის მოსახლეობას.
ავტომობილი “ვარშავა”, მისი წარმოება 1951 წელს დაიწყო ვარშავის ქარხანა FSO-მ საბჭოთა “პობედის” ლიცენზიის საფუძველზე. გამოდიოდა 1951 -1973 წლებში სხვადასხვა მოდიფიკაციებით (პიკაპი, სედანი და სხვ.).
იმავე ქარხნის ინჟინრების ძალისხმევით 1957 წელს დაიწყო საკუთარი მოდელის წარმოება სახელწოდებით “სირენა”. მისი სხვადასხვა მოდელი 1983 წლამდე გამოდიოდა.
შემდეგ მოდის “პოლსკი ფიატების” სერია. პირველი მოდელი ძალიან წააგავს საბჭოთა ჟიგულის ვაზ 2103-ს.
“პოლსკი ფიატის” კიდევ ერთი განსაკუთრებული მოდელი Polski Fiat 508
მუზეუმში გამოფენილია ავტომობილები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს . მათ შორის არის “მედუზა”, რომელიც ძალიან წააგავს სათამაშოს. მისი წარმოების დაწყება 1957 წლით თარიღდება. მის გვერდით დგას მედუზას ასაკის მქონე “მიკრუსი”, რომელიც მე, პირადად ძალიან მომეწონა.
კიდევ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ავტომობილი
ავტომობილებთან ერთად გამოფენილია ბევრი მოტოციკლეტი.