3.1K
პრაღის ასტრონომიული საათივით გამართულად და ზუსტად მუშაობს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტრამვაი, მეტრო და ავტობუსი ერთიან სისტემას წარმოადგენს და ყველა მარშრუტი და რეისი ურთიერთდაკავშირებული.
ტრანსპორტი მოძრაობს გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი ზუსტად არის დაცული. პრაღაში მეტროს მატარებლის, ტრამვაისა თუ ავტობუსის ერთწუთიანი დაგვიანებაც კი იშვიათობას წარმოადგენს. ეს ვრცელი ვიდეო მასალაც ძირითადად პრაღის ტრანსპორტის მუშაობას აღწერს.