პრეზიდენტის სასახლე

რაიხსტაგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეც დავლაშქრე 🙂

პრეზიდენტის სასახლე ადმინისტრაციის კორპუსის შესასვლელიდან იწყება.

მასთან ნასამართლეობის გაუქმების მსურველი მოქალაქეების გრძელი რიგი დამხვდა.

ქუჩის მეორე მხარეს, ძველი შენობის კედელზე კი ასეთი წარწერებია.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბრის ძველ და ამორტიზირებულ ნაგებობებს შორის მდებარე საგზაო პოლიციის სამმართველოს ადგილზე აშენდა. ის ნაწილობრივ იმეორებს ძველი შენობის არქიტექტურას.

ძირითადი განმასხვავებელი კი არის სასახლის ცენტრალურ ნაწილზე დამონტაჟებული შუშის გუმბათი.

სასახლის ძირითად კორპუსს ადმინისტრაციის შენობა ხიდის ტიპის დერეფნით უკავშირდება.

დერეფნიდან პირდაპირ სასახლის შუაგულში, შენობის ორივე მხარიდან,  შუშის შესასვლელი კარებით აღჭურვილ ჰოლში მოვხვდი.

აქ კიდევ ერთი ხიდია, რომელზეც პრეზიდენტთან ერთად მომავალი მაღალი რანგის სტუმრები გვინახავს ხოლმე. ქვემოთ კი დარბაზის ცენტრში დაცულია უძველესი მინიატურული ბიბლია.

ზემოთ, პირობითად მესამე დონეზე საკონფერენციო დარბაზია. აქ ტარდებოდა პრესკონფერენციებისა და ოფიციალური შეხვედრების დიდი ნაწილი.

სწორედ ამ დარბაზის სახურავს წარმოადგენს შუშის გუმბათი.

გუმბათზე ასვლა შუშის კიბეებით ხდება, საიდანაც თბილისის მშვენიერი ხედები იშლება.

ერთ მხარეს სამების ტაძარი მოჩანს, მეორე მხარეს კი მთაწმინდა.

გუმბათის შუაგულში, შუშის იატაკზე დადგომა სერიოზული გამოცდაა 🙂

გუმბათის კიბიდან ლიფტით ჩავდივართ პრეზიდენტის კაბინეტთან.

კაბინეტია, მასპინძლის საზღვარგარეთ ვიზიტად ყოფნის გამო დაკეტილია.

შუშის კარიდან მისაღები ოთახის გადაღება ხერხდება.

სასახლის ეზო უკანა მხრიდან.

პრეზიდენტის სასახლის ეზოდან თბილისის მშვენიერი ხედები იშლება.

მთაწმინდა და კადრის შუაგულიდან ოდნავ მარცხნივ, სახელმწიფო კანცელარიის მოყვითალო-მოყავისფრო შენობა.

20 წლის წინ ამ კომუნისტური არქიტექტურის ნიმუშს “ქაჯეთის სასახლეს” ეძახდნენ. ამბობენ, რომ ახლა სწორედ მასში აპირებს დაბინავებას საქართველოს ახალი პრეზიდენტი.

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი