აღმაშენებლის გამზირის შემდეგ თბილისში დიდი ქუჩის – გამზირის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელებულა. იმედია, მომავალში ქუჩების განახლების აუცილებელი პროცესი ისევ გაგრძელდება. როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი გამზირი?
მაგალითი პრაღიდან. აქ ქალაქის ხელისუფლებამ 2018 წლამდე “ვინოჰრადსკას” (ვენახების) ქუჩის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა.
ეს ძველი და ვიწრო ქუჩა იტევს ტრამვაის ხაზებს, ავტომობილების მოძრაობას, პარკინგს და ტროტუარებს ორივე მხრიდან. რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებს განზრახული აქვთ ქუჩა თანამედროვე კონეფციის მიხედვით მოაწყონ, რაც იმას ითვალისწნებს, რომ ავტომობილების სავალი ნაწილის ხარჯზე გაფართოვდება საზოგადოებრივი სივრცე.
დააკვირდით როგორ უერთდება ტროტუარი ზებრას. ცალკე ბილიკი გამოიყოფა ველოსიპედებისთვის. ტროტუარზე მოძრაობისას ზედმეტად მიიჩნევა ზებრაზზე ჩასასვლელი და ზებრიდან ასასვლელი საფეხურები.
პირდაპირ მოსჩანს დიდი სავაჭრო ცენტრი “ფლორა”. მის წინ მოწყობილია მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელსავ აქვს უამრავი ამოსასვლელი, მათ შორის ტრამვაის ორივე ბაქანზე და პირდაპირ უკავშირდება სავაჭრო ცენტრის პირველ სართულს, ასევე მას პირდაპირ უკავშირდება მეტროს სადგური. მიუხედავად ამისა, ახალი პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მიწის ზედა გადასასვლელიც შუქნიშნებით.
და კიდევ ერთი ზებრა, რომელიც ტროტუარის სიმაღლეზეა და თან წარმოადგენს ე.წ. მწოლიარე პატრულს ავტომობილებისთვის.
ტროტუარი და ტრამვაის გაჩერება გაერთიანებულია და თავისუფალი ადგილზე მოწყობილია ავტომობილების პარკინგი. ასევე გადასასვლელებზე გაკეთდება უსაფრთხოების კუნძლები და ქუჩა უფრო მეგობრული გახდება ველოსიპედისტებისთვის.
და ბოლოს, რა არის ახლა და რა იქნება 2018 წლისთვის.
2018 წლისთვის ავტომობილების სავალი ნაწილის ხარჯზე გაფართოვდება ტრამვაის გაჩერების სივრცე და მასთან ერთად ტროტუარები მთლიანად მოიკირწლება პრაღის ცნობილი ქვაფენილით.