ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეიზღუდება.
პირდაპირი ავიამიმოსვლით 2018 წელს ყოველთვიურად 40,000 მგზავრი სარგებლობდა.
თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დააახლოებით 8.3 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია.
რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაერო ტრანსპორტით.
2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში.
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს.
ყველა ფაქტობრივი სტატისტიკური ინფორმაციის წყარო არის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.