ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობის პროცესი თავისი სირთულეებითა და თავისებურებებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში. მგზავრობა იწყება თბილისიდან ავტომობილით, გრძელდება ქუთაისიდან თვითმფრინავით კატოვიცემდე და შემდეგ მიკროავტობუსით კრაკოვამდე.
ცნობილია, რომ ევროპაში მოგზაურობა ძალიან იაფია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ როგორ უნდა შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, იაფი სასტუმროები და აპარტამენტები, ამის შესახებ გაეცანით წინა პოსტებს.
მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე. თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 40 დოლარის კრედიტს Airbnb-ზე.