რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო.

ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი.

თუ რა არის Airbnb, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და მიიღოთ სამოგზაურო 30 ევრო საჩუქრად და თქვენ თავადაც ჩაერთოთ ამ ბიზნესში, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

მოკლედ, ათენის ცენტრში 4 ადამიანის დასაბინავებლად ხალხი ჰოსტელის “კოიკებზე” ხარჯავს 45 დოლარს, Airbnb-მ კი ამ თანხის სანაცვლოდ ორ ოთახიანი ბინა შემომთავაზა, უმშვენიერესი ინტერიერითა და აივნით.

ბინის Quiet spot 10` from Acropolis & historical center მეპატრონეა (ჰოსტი) ახალგაზრდა ქალი ათინა, რომელსაც სტუმრების მაღალხარისხიანი მასპინძლობის გამო მინიჭებული აქვს “სუპერჰოსტის” სტატუსი. მის სახლში მართლაც ყველაფერი სუპერდონეზე იყო. მართალია მეტროსთან შეხვედრა ცოტა დააგვიანა, მაგრამ აუჩქარებელი ბერძნებისთვის, ისევე როგორც ჩვენებურებისთვის, დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავია. სამაგიეროდ ბინაში ტკბილეული დაგვახვედრა.

მაგრამ მისაღები ოთახის გარდა “სასუსნავი” აღმოვაჩინე სამზარეულოშიც: კროასანები, ორხობილები, ვაშლი, ბროწეული, მსხალი, მურაბები, კარაქები, “ნუტელა”, ღვინო და წვენები.

ასევე, სხვადასხვა სახეობის ჩაი და სამი სახეობის ყავა, ნალექიანი (ბერძნული), ფილტრით დასაყენებელი ყავა და ავტომატიდან ჩამოსასხმელი. და რა თქმა უნდა ზეითუნის ზეთები.

სამზარეულოში კარგად დანაყრების შემდეგ საძინებელს მივაშურეთ.

მეორე საძინებლად გამოდგება ძირითადი ოთახი, რომელშიც დგას გასაშლელი, ორადგილიანი ტახტი. კარგი ვარიატია ბავშვებიანი ოჯახის, ან სამი სრულწლოვანი ადამიანის დასაბინავებლად.

და ბოლოს აბაზანა-ტუალეტი.

აპარტამენტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს სუპერმარკეტი და სხვადასხვა ტიპის მაღაზიები.

ამ იაფი და კომფორტული ბინის ხელსაყრელი მდებარეობის თვალსაჩინოებისთვის იხ. რუკა. მასზე კარგად ჩანს, რომ აკროპოლისის მუზეუმთან მისასვლელად თუ თავად აკროპოლისის სანახავად ტრანსპორტი არ დაგჭირდებათ. იქვეა კაფე-რესტორნების ქუჩა და სხვა გასართობი საშუალებებიც.

ის თუ როგორ უნდა მოხვდეთ საქართველოდან ათენში მინიმალურ ფასად აღწერილი მაქვს პოსტში: 25 ევროდ ათენში

რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია:  AirHelp
  • იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის