რეკომენდირებული აპარტამენტი ბუდაპეშტში

თუ ბუდაპეშტში ოჯახით, ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობას აპირებთ, ანუ თქვენი ჯგუფი 3-5 კაცისგან შედგება ჰოსტელებზე და სასტუმროებზე მეტად გირჩევთ აპარტამენტებს. 2 წლის წინაც დავწერე პოსტი ბუდაპეშტის იაფიანი, 2-3 კაციანი აპარტამენტების შესახებ, ახლა კი მიმოვიხილოთ უფრო დიდი და ერთ-ერთი საუკეთესო აპარტამენტი ბუდაპეშტში.

თავდაპირველად იმის შესახებ თუ სად უნდა ეძებოთ აპარტამენტები, როგორ დაჯავშნოთ ისინი Airbnb-ზე და როგორ მიიღოთ ფასდაკლება:

ამ უზარმაზარი სამ ოთახიანი აპარტამენტების სახელწოდებაა Modern Apartment near Market Hall და როგორც დასახელებიდან ჩანს მდებარეობს ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზრის სიახლოვეს. აპარტამენტის მასპინძელია (ჰოსტი) Abris-ი რომელსაც მინიჭებული აქვს სუპერჰოსტის წოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასპინძლის მომსახურება და თავად ბინა უნაკლოა.

Abris-ი მართავს 6 სხვადასხვა ზომის აპარტამენტს და თითეულ მათგანს სტუმრებისგან მინიჭებული აქვს საუკეთესო შეფასებები.

აპარტამენტში მიგვიღო და ის დეტალურად გაგვაცნო მასპინძლის თანაშემწე, სტუდენტმა Eszter-მა. მეც ამ პოსტში შევეცდები აღვწერო ამ ბინის აღჭურვილობა და კომფორტის საიდუმლო.

მთავარია მისი ფასი. ზაფხულის მაღალ სეზონზე ბინის 1 დღით დაქირავება ღირს 67 აშშ დოლარი. 4-5 კაცზე გაყოფილი ჰოსტელის საფასური გამოდის. ახლა ზამთარში კი ფასი 42 აშშ დოლარიდან იწყება. ხოლო, თუ ამ ბმულიდან www.airbnb.ie/c/ninok252 დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებასაც მიიღებთ.

ამ კარადებში მოთავსებულია: მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, სარეცხი საშუალებები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ცხელი წყლისა და გათბობის სისტემა, ჭურჭელი, თეფშები, დანა-ჩანგალი, ტოსტერი, წყლის მადუღარა, ყავა, შაქარი და 10-მდე სახეობის ჩაი … აღარ ვიცოდი რომელი გამესინჯა 🙂 როგორც წესი, აპარტამენტში არის კარგი Wi-Fi და ციფრული ტელევიზია.

გადავიდეთ საძინებლებზე, დიდი ნათელი ფანჯრები დარაბებით, ერთ საძინებელში განსაკუთრებით დიდი ზომის საწოლი, კარადა, თაროები და სამუშაო მაგიდა. მეორეში ასევე ორადგილიანი საწოლი და კიდევ ერთ ადგილიანი გასაშლელი ტახტი, სამუშაო მაგიდითა და ტანსაცმლის მოდური საკიდით.

ბინაში მუშაობს კლიმატკონტროლის სისტემა და მისი მარეგულირებლები მოთავსებულია საძინებლების კარებებთან, ისე როგორც სასტუმროში. მის დეტალებში გარკვევისას შეცდომით დავაყენე ტაიმერი და შუაღამით გათბობა ჩაირთო. კიდევ კარგი ზაფხულის მიწურულს ღამით ბუდაპეშტში ძალიან არ ცხელა და გაგრილებაც იოლად მოვახერხეთ. ბინაში ასევე არის კონდენციონერი.

სამი ოთახის გარდა აპარტამენტს აქვს ცალკე ოთახის სახით მცირე შემოსასვლელი კარადითა და სარკით, ასევე აბაზანა და ტუალეტი ცალ-ცალკე.

აპარტამენტი აღჭურვილია ელექტრონული საკეტით და მასში ყველა შესვლა-გამოსვლა აღირიცხება და კოდის გამოყენებით ხორციელდება. ამის მიუხედავად ერთხელაც ჩვენს კარზე მოულოდნელი ზარი გაისმა. კართან ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელმაც მოწიწებით გვთხოვა საღამოს საათებში საძინებლებში შუქის ანთება, ქუჩის მეორე მხარეს ფილმს ვიღებთ და განათებული ფანჯრები გვჭირდებაო. ახლა გაფაციცებით თვალყურს ვადევნებ ახალი ფილმების გამოსვლას, რომლებიც უნგრეთში გადაიღეს. შეიძლება ფილმში ამ აპარტამენტის ფანჯრებიც ვიხილოთ 🙂 თავად გადასაღები მოედანი ასე გამოიყურეოდა, მე “ილუზიონის” დასაწყისს მაგონებს.

ცხადია, ბუდაპეშტის ცენტრალურ უბანში საცხოვრებელი სახლი საუკუნეზე მეტი ხნისაა და მისი არქიტექტურა, ისევე როგორც მთელი ქუჩა და უბანი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის სიდიადეზე მეტყველებს.

ერთადერთი ნაკლი რაც ამ ბინის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს არის ის, რომ კორპუსს არ აქვს ლიფტი.

ხოლო აპარტამენტები განთავსებულია მეოთხე სართულზე და ქალაქში ხეტიალით დაღლილისთვის მარტივად დასაძლევი არ არის გრძელი კლასიკური კიბეები. თუმცა კიბის ბოლოს აი ასეთი სილამაზე გელოდებათ.

აპარტამენტი და მისი მდებარეობა

დასახელებიდანაც ჩანს, რომ საცხოვრებელი მდებარეობს ბუდაპეშტის ისტორიულ ცენტრალურ ბაზართან, რომელიც თავის მხრივ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ასევე აპარტამენტის ქუჩის დასაწყისშია, ალბათ საუკეთესო სავალუტო ჯიხური, სადაც ვალუტას მაღალი კურსითა და კომისიის გარეშე გადაგიცვლიან. იქვეა სუპერმარკეტი “ტესკო” და ქუჩის სიღრმეში კი “სპარი”. საკვები ობიექტებიდან გამოვყოფდი ბუდაპეშტის მაშტაბით სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამორჩეულ პიცერიას. ასევე პარალელურ ქუჩაზე, რომელიც მეტროს სადგურ “კალვინ ტერს” უკავშირდება, უამრავი კაფე-ბარი და რესტორანია. სიახლოვეს, ბაზართან არის სწრაფი კვების ობიექტი “ბურგერ კინგი” და ქართველ მოგზაურთა შორის კარგად ცნობილი რესტორანი For Sale Pub. აპარტამენტი მდებარეობს დუნაის სანაპიროდან 5 წუთის სავალზე, სანაპიროზე კი უამრავ გასართობ და დროისატარებელ დაწესებულებას იპოვით.

რუკის შუაგულში, Lónyay-ის ქუჩა, მის შუაგულში კი ჩვენს მიერ აღწერილი აპარტამენტი. მარცხენა მხარეს იოლად შეამჩნევთ ცენტრალურ ბაზარს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს.

მოკლედ, ბუდაპეშტში მოგზაურობის უკეთ დასაგეგმად გადახედეთ ჩემს სხვა პოსტებს. თქვენი კითხვები და კომენტარები კი მომწერეთ ამ პოსტის ქვევით ფეისბუკის კომენტარების ველში.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის