როგორ გამოვიყენოთ Flixbus-ის ფასდაკლების ვაუჩერი – კითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვაუჩერების ფოტოების შემდეგ.
Flixbus-ის ფასდაკლების ვაუჩერის გამოყენება მარტივია. შედიხართ Flixbus-ის საიტზედა ირჩევთ სასურველ მარშრუტს, მაგალითად ბერლინი-პრაღა.
ამ ვარიანტებიდან აირჩევთ ერთ-ერთს, შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში “შოპინგკალათაში” გამოჩნდება ველი სადაც ჩაწერთ თქვენს ხელთ არსებული ვაუჩერის კოდს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენე ფასდაკლების 10%-იანი ვაუჩერი და შედეგად მივიღე ის, რომ 21.99 ევროს ნაცვლად გადავიხადე 2.20 ევროთი ნაკლები.
როდესაც რამდენიმე ბილეთს შეიძენთ დანაზოგი უფრო საგრძნობი ხდება. არის 3 ევროიანი ფასდაკლების ვაუჩერებიც, რომლებსაც თემატურ ჯგუფებში წააწყდებით. ხშირად ვაუჩერებს ევროპის ქალაქების ქუჩებში არიგებენ და სრულიად შესაძლებელია ასეთ აქციას თქვენც გადაეყაროთ. აიღეთ ვაუჩერები, თუნდაც არ გჭირდებოდეთ და იაფი მოგზაურობის მოყვარულებს გაუზიარეთ 🙂
რეკომენდაციები:
- 10 ევროს ფასდაკლება ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი