როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ესპანეთით ინტერესდებიან. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს.

პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ტრანზიტული ავიაბილეთები არ აქვთ. ანუ, “ვიზეარი” შეიძლება დაფრინავდეს ესპანეთში, მაგრამ ქუთაისიდან ესპანეთის რეისებზე მოხვედრა დამატებით ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად განვიხილოთ ქუთაისიდან ბუდაპეშტში ფრენა 13 დეკემბერს.

ბუდაპეშტიდან ბარსელონაში გადაფრენა კი შესაძლებელია მხოლოდ 14 დეკემბერს.

ხშირად რეისებს შორის 2-3 დღიანი ინტერველიცაა და ამ ხნის მანძილზე საჭიროა შუალედურ ქალაქში, ამ შემთხვევაში ბუდაპეშტში დაბინავება, ტრანსპორტის და კვების ხარჯების გაწევა, რაც დაბალფასიან ავიაფრენას ძვირ სიამოვნებად აქცევს.

მაშ, როგორ გავფრინდეთ ესპანეთში (ევროპაში) იაფად?

აღმოჩნდა, რომ “ტრანზიტული” (თვითმფრინავიდან თვითმფრინავზე გადაჯდომა 2-3 საათიანი ინტერვალით) მგზავრობა დაბალფასიანი ავიაკომპანიების მეშვეობითაც შეიძლება. ამგვარი მგზავრობის დაგეგმვის საშულებას იძლევა ერთი ვებსაიტი რომელიც ჩეხეთში შეიქმნა: kiwi.com

kiwi.com – ამ საიტზე განხორციელებული ძებნის შედეგების მიხედვით ბარსელონაში გადაფრენა მილანის გავლით მაგალითად 75 ევრო ღირს. ამავე საიტზე ნახავთ სხვა შემოთავაზებებსაც, რომელთა ფასი 50-60 ევროს ფარგლებშია. პირველი ვარიანტის მიხედვით მილანის აეროპორტში ყოფნა 2:20 საათი მოგიწევთ, რაც სრულიად საკმარისია Wizzair-ის თვითმფრინავიდან ჩამოსავლელად, სასაზღვრო კონტროლის გასავლელად (შენგენის ზონაში შესვლა) და შემდეგ უკვე Easyjet-ის თვითმფრინავში ჩასასხდომად.

აღნიშნული სისტემა არა მხოლოდ ბარსელონაში მოგზაურობის მსურველებს დაეხმარება. kiwi.com-ის მეშვეობით შეგიძლიათ იაფი ფრენები დაგეგმოთ 143 ქვეყნის 1018 აეროპორტის მიმართულებით.

დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდებათ იაფფასიანი სასტუმროს ან აპარტამენტის შერჩევა. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

ბილეთების საძიებო სისტემა

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის