როგორ მოვხვდი სანტორინიზე

დიდი ხანია მცირე ბიუჯეტით მოგზაურობის შესაძლებლობა ვირწმუნე, მაგრამ კაპიკებად თუ სანტორინიზე მოხვედრას შევძლებდი არ მეგონა.

ამ სილამაზის ნახვა უზარმაზარ ბიუჯეტს მოითხოვდა მანამდე სანამ ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენას დაიწყებდა ავიაკომპანია WizzAir. სანტორინიზე მოგზაურობა არც ახლაა იაფი სიამოვნება, მაგრამ დანახარჯების შემცირება ერთი-ორად შეიძლება.

მოგზაურობის ორგანიზება იწყება ავიაბილეთების შეძენით. ქუთაისიდან სალონიკამდე ფრენა 10 ევრო ღირს, უფრო ზუსტად 25 ლარი.

სალონიკის აეროპორტში 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ Ryanair-ის თვითმფრინავით 45 წუთში საბერძნეთის დედაქალაქში ათენში მოხვდებით. ეს ბილეთიც წინასწარ უნდა შეიძინოთ, ფასი 15 ევროდან იწყება.

ამდენივე ღირს ათენიდან სანტორინის კუნძულზე გადაფრენაც.ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთია.

მოკლედ 40 ევროსა და დაახლოებით 5 საათიანი ფრენის შემდეგ სანტორინის ულამაზეს კუნძულს ესტუმრებით. კუნძულზე გადაადგილებისთვის ვამჯობინე ავტომობილის დაქირავება. ერთი დღე მინიმუმ 19 ევრო. ავტობუსით 4 ადამიანის მგზავრობა დაახლოებით ამდენივე ჯდება, თანაც მხოლოდ აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან. ამიტომ ავტომობილის დაქირავება უალტერნატივოა. მე KIA Picanto შევარჩიე, მაგრამ იმავე კლასის Skoda Citigo დამახვედრეს. დიდი ფარჩაკი ავტომობილია, ჩემი Nissan March მერსედესია ამასთან შედარებით.

მაგრამ მაინც საუკეთესო საშუალებაა სანტორინიზე მოგზაურობისთვის. თავისუფლად იტევს 4 ადამიანს და მათ ხელბარგს, მოიხმარს მცირე რაოდენობის ბენზინს და მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში გადაადგილებისთვის.

სანტორინიზე მოგზაურობის მთავარი საბიუჯეტო გამოწვევა სასტუმრო ან აპარტამენტია. ძალიან ძვირი ღირს განსაკუთრებით სეზონზე, ზაფხულში დაბინავება. სეზონის დასრულების შემდეგ ბინები იაფდება, მაგრამ მაინც…

აპარტამენტი რომელიც მე Airbnb-ზე დავჯავშნი ახლა 1 დღით ღირს 132 აშშ დოლარი. მაგრამ “ეარბიენბიზე” ტრეველკრედიტების დაგროვების შედეგად ამ ულამაზეს 4 ადგილიან აპარტამენტში $0 გადავიხადე.

თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Airbnb-ზე და მიიღოთ მისი კრედიტები, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

თუ თქვენ ტრადიციული სასტუმროების მოყვარული ბრძანდებით ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს: Great hotels in the city Santorini Island

პოსტები სანტორინის შესახებ, შემდგომ დღეებში იქნება…

Related posts

სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

ვიდეოგასეირნება: სანტორინის ქუჩები

სანტორინი ფირზე