ბუდაპეშტში ბიუჯეტურზე ბიუჯეტური ტურით მივემგზავრები. მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება 150-200 ევროდ მოინახულო ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი.
ეს კი შესაძლებელია ქუთაისის აეროპორტიდან, ვიზეარის რეისით…
“ვიზეარის” იაფი ავიაბილეთები ზამთარში კიდევ უფრო იაფდება და თუ ზედმეტი ორჯერ 18 ევრო მოგეპოვებათ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ქუთაისიდან ბუდაპეშტში გადასაფრენ-გადმოსაფრენი ბილეთების შეძენის შემდეგ უნდა იზრუნოთ ბიუჯეტურ სასტუმროზე ან აპარტამენტზე. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 30 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂
თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.
სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.
თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.
ხარჯებში გაითვალისწინეთ კვებისთვის საჭირო თანხები, სუპერმარკეტის პროდუქცია დაახლოებით იგივე ღირს რაც თბილისში; მუზეუმების მოსანახულებელი ხარჯებიც; ასევე, ქალაქში მგზავრობისთვის საჭირო აბონემენტი, 7 დღიანი დაახლოებით 15 დოლარი ღირს და ერთკვირიანი ბიუჯეტური მოგზაურობაც გარანტირებულია 🙂 მითუმეტეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.