როგორ უნდა შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები – მთავარი კითხვა მას შემდეგ რაც Ryanair საქართველოში შემოვიდა.
ევროპაში ყველაზე მძლავრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ფრენას თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყებს. ავიაბილეთები უკვე იყიდება თბილისი-მილანის (ბერგამო), ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებით. მათი ფასი 10 ევროდან იწყებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც Ryanair-ის ვებსაიტს უამრავი ქართველი მიაწყდა, ფასები გაიზარდა. თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება იაფფასიანი ვარიანტების პოვნა. ბევრისთვის Ryanair.com უცხო ხილია, ამიტომ აქ აღვწერ თუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ და შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები.
რეგისტრაცია
რეგისტრაცია მარტივია, დააჭირეთ
თქვენს ფეისბუკთან (ან gmail-თან) Ryanair-ის ექაუნტის დაკავშირებაზე დათანხმების შემდეგ ავტომატურად მოხდება თქვენი ავტორიზაცია – საიტზე შესვლა. ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ბილეთების შეძენაზე.
როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები
ბილეთების შეძენამდე შევარჩიოთ ყველაზე იაფი ვარიანტი. ამ მომენტისთვის ეს არის თბილისი-ბერგამოს, იგივე მილანის მიმართულება. 18 დეკემბერს ბილეთი 27 ევრო ღირს. თუ რისი ნახვა შეიძლება მილანში აღწერილი მაქვს სპეციალირ პოსტში: რა ვნახო მილანში?
მე როგორც წესი ერთი მიმართულების ყველაზე იაფ ბილეთს ვყიდულობ ხოლმე და შემდეგ ველოდები უკან დასაბრუნებელი ბილეთის გაიაფებას ან სხვა ქალაქიდან ვბრუნდები ხოლმე, ეს არის ევროპაში ყველაზე იაფად მოგზაურობის მთავარი საიდუმლო. მაგრამ, ამჯერად შევიძინოთ ორმხრივი ბილეთი. უკან დასაბრუნებლად ავირჩიოთ 22 დეკემბერი 61 ევროდ.
თავდაპირველად ვირჩევთ გაფრენის ბილეთს და ვაჭერთ ყვითელ ღილაკზე სადაც მითითებულია ფასი.
სისტემა გამოიტანს ბილეთის სხვადასხვა ვარიანტებს. პირველია სტანდარტული, შემდეგ პლუსი და ფლექსი პლუსი. გაეცანით მათ სერვისებს და თუ გჭირდებათ აირჩიეთ შესაბამისი.
მე ყოველთვის ვირჩევ სტანდარტულს, რადგან ეს სრულიად საკმარისია 2-3 საათიანი ფრენისთვის. შემდეგ უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვისაც იგივე უნდა გააკეთოთ. შემდეგ ეტაპზე სისტემა გაჩვენებთ თქვენს მიერ არჩეულ პაკეტებს და ქვევით კიდევ დამატებით სერვისებს შემოგთავაზებთ.
თუ არ გჭირდებათ ეს შემოთავაზებები დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში ყვითელ ღილაკს Continue.
ამის შემეგ სისტემა თვითმფრინავის ადგილების შეძენას შემოგთავაზებთ. თუ მაინცდამაინც ილუმინატორთან ჯდომა გინდათ და ან დიდი ზომისა და წონის ბრძანდებით, მაშინ აირჩიეთ შესაბამისი სავარძლები, სხვა შემთხვევაში გამოტოვეთ ეს შემოთავაზება.
შემოთავაზების გამოსატოვებლად დააჭირეთ ბმულს, რომელიც ზედა ილუსტრაციაზე მითითებულია წითელი ისრით.
შემდეგ ეტაპზე გადავდივართ ბარგის არჩევაზე. მე ყოველთვის ვირჩევ უფასო ხელბარგს, თუ თქვენთვის ეს საკმარისი არ არის აირჩიეთ დამატებითი ბარგი, რომელიც თქვენს ბილეთს 6-დან 10 ევრომდე გააძვირებს.
იგივე უნდა გააკეთოთ უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვისაც.
შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ დამატებით სერვისებს, ისევ ადგილის არჩევას, დიდი ბარგის დამატებას… თუ ძალიან არ გჭირდებათ მე გირჩევთ მათ გამოტოვებას.
დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში ყვითელ ღილაკს Check out.
სისტემა კიდევ ერთხელ შეეცდება ფასიანი ადგილები მოგყიდოთ. არ დაეთანხმოთ, რადგან უფასო ადგილებს სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ გაფრენამდე ორი დღის მანძილზე უფასო რეგისტრაცის – ჩეკინისას.
დააჭირეთ ბმულს I choose random allocation, რომელიც ზედა ილუსტრაციაზე მითითებულია წითელი ისრით.
მომდევნო ეტაპი მგზავრის მონაცემების შეყვანაა.
ყველა ველი შეავსეთ ზუსტად და სახელი-გვარი და სხვა მონაცემები ჩაწერეთ ისე როგორც თქვენ საზღვარგარეთის ბიომეტრიულ პასპორტშია მოცემული.
ჩევნს მიერ გამოტოვებული სერვისების შედეგად მივიღეთ ავიაბილეთების სუფთა ფასი 87.54 ევრო და ლურჯ ღილაკზე დაჭერით გადავდივართ ბოლო ეტაპზე.
თანხის გადახდა შეიძლება განახორციელოთ საბანკო პლასტიკური საკრედიტო ბარათით ან “პეიპალით”.
ველებში პლასტიკური საბანკო ბარათის მონახემების ჩაწერის შემდეგ დაუწკაპუნეთ ყვითელ ღილაკს Pay Now და რამდენიმე წამის შემდეგ გადახვალთ თქვენს შეძენილ ბილეთებზე.
უფასო ჩეკინის შესახებ სპეციალური პოსტი:
შეიძინეთ ბილეთები და ნურაფრის შეგეშინდებათ, რადგან რეისის გაუქმების, გადადების ან დაგვიანების შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ კომპენსაცია, რომელიც 4-5-ჯერ აღემატება თქვენს მიერ დახარჯულ თანხას. ამ შემთხვევაში თუ ბილეთებში გადავიხადეთ 87 ევრო თვითმფრინავის დაგვიანების ან რეისის გაუქმების შემთხვევაში კომპენსაციის მოცულობა იქნება 400 ევრო. თუ როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში კომპენსაცია გაპრობლემებული ავიარეისებისთვის.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com
16 კომენტარები
Comments are closed.
Add Comment