Ryanair საქართველოში შემოდის

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “რაინეარს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიარეისებს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნოემბრიდან შეასრულებს.

მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს. მათ შორის სამი მიმართულებით ფრენები 2019 წელს, ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო დანარჩენი – მომავალ წელს.

წელს ავიაკომპანია მილანიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს მარსელისა და ბოლონიის აეროპორტებიდან კვირაში 2-2 სიხშირით განახორციელებს.​

ფაზები:

  • თბილისი-მილანი – 20 ევრო
  • თბილისი-ბერგამო – 20 ევრო
  • ქუთაისი-ბოლონია – 10 ევრო
  • ქუთაისი-მარსელი – 10 ევრო

Ryanair-ი ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის წელიწადში 139 მლნ მგზავრს ემსახურება. დღეში ავიაკომპანია 2400 ფრენას ახორციელებს და 87 ბაზა გააჩნია. ფრენებს კომპანია 37 ქვეყნის 224 მიმართულებით ასრულებს. კომპანიის მფლობელობაში 475 ხომალდი, მათი უმრავლესობა კი Boeing 737 ტიპისაა. ჯგუფი 1985 წელს შეიქმნა და 19 000-მდე ავიაპერსონალი ჰყავს.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს