როგორ უნდა გავიაროთ უფასო რეგისტრაცია, Check-in – მთავარი კითხვა მას შემდეგ რაც Ryanair-ის იაფფასიანი ბილეთები შევიძინეთ.
თუ როგორ უნდა შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები თბილისი-მილანის, თბილისი-კიოლნის ან ქუთაისი-ბოლონიის, ქუთაისი-მარსელის ან ნებისმიერი მიმართულებით აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში:
ბილეთის შეძენა არ არის ბოლო ეტაპი, ამის შემდეგ უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ფასიანი ან უფასო. ასევე შეგიძლიათ რეგისტრაცია აეროპორტშიც, მაგრამ ეს ყველაზე ძვირი სიამოვნება 45-50 ევრო ღირს.
ამ პოსტში განვიხილავთ მხოლოდ უფასო რეგისტრაცია, ჩეკინს, რადგან ჩვენს ბლოგში მხოლოდ ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტებზე ვსაუბრობთ.
თავიდანვე ავღნიშნავ, რომ რეგისტრაცია, ჩეკინი, შეგიძლიათ გაიაროთ ერთი მიმართულებითაც, უკან დასაბრუნებელი ბილეთისგან დამოუკიდებლად (უკან დასაბრუნებელი ბილეთი ცალკე).
მოკლედ, ჩეკინი ხორციელდება კონკრეტული ბილეთისთვის, კონკრეტული ფრენის დაწყებამდე 48 საათის მანძილზე (2 დღე) და სრულდება გაფრენამდე 2 საათით ადრე.
დავიწყოთ უფასო რეგისტრაცია Check-in
ჩვენს მიერ შეძენილი ბილეთი თუ ბილეთები ინახება Ryanair-ის საიტზე, ან აპლიკაციაში, ჩვენს ექაუნტში. შევდივართ ექაუნტში და ვაწკაპუნებთ ბმულზე My bookings.
*ყურადღებას ნუ მიაქცევთ ფოტოებზე ქალაქების დასახელებას და სახელს და გვარებს
ბილეთზე Check-in ბმულზე დავუწკაპუნებთ და ვხედავთ, რომ უფასო რეგისტრაცია შესაძლებელია.
შემდეგ ეტაპზე უნდა მონიშნოთ ის მგზავრები და ბილეთები, რომელთა რეგიტრაციას ანხორციელებთ.
მომდევნო საფეხურზე უნდა შეავსოთ პირადი მონაცემები, ეროვნება (Georgia); დაბადების თარიღი; სამოგზაურო დოკუმენტის ტიპი, ჩვენს შემთხვევაში პასპორტი; პასპორტი ნომერი (არა პირადი ნომერი, არამედ პასპორტის ნომერი); პასპორტის გამცემი ქვეყანა (Georgia) და პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღი.
შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ ფასიანი ადგილის არჩევას, რაც ამ შემთხვევაში 4 ევრო ღირს, არ დაეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და აირჩიეთ Random allocation – ეს ნიშნავს, რომ სისტემა ადგილს მოგანიჭებთ შემთხვევითობის პრინციპით.
ყვითელ Confirm ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გადავდივართ ბარგის არჩევაზე. ამ შემთხვევაში ვირჩევთ ორივე მგზავრისთვის ცალ-ცალკე. შესაძლებელია ერთი მგზავრისთვის ბარგის სხვა პაკეტის შერჩევა, ხოლო მეორესთვის – სხვა. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ვირჩევთ უფასო ხელბარგის ვარიანტს.
ხელბარგის ზომებია 40 X 20 X 25 სმ. ამ ზომებში თავისუფლად თავსდება სტანდარტული ზურგჩანთა. ბევრისთვის ეს საკმარისი არ არის ხოლმე, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ მონდომების შემთხვევაში ჩანთაში თავისუფალი ადგილიც კი რჩება ხოლმე.
ბარგის არჩევის შემდეგ სისტემა კიდევ ერთხელ შემოგვთავაზებს დიდი ზომის ფასიანი ბარგის დამატებას თუ პრიორიტეტულ ჩასხდომას. თუ ეს სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის თქვენთვის არ მონიშნოთ და შემდეგ ეტაპზე გადადით.
დაუწკაპუნეთ ღილაკს Skip Boarding Passes და რეგისტრაციაც დასრულდება, თქვენ გადახვალთ გვერდზე, სადაც ნაჩვენებია ადგილები, რომელიც სისტემამა თქვენ მოგანიჭათ. აქვეა ჩასხდომის ბარათების სანახავი ბმულებიც.
ყვითელ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ თქვენ უშუალოდ იხილავთ ჩასხდომის ბარათებს, ასევე შეგ
იძლიათ მათი გადმოწერა შემდგომი ამობეჭვდის ან შენახვის მიზნით.
თბილისის და ქუთაისის აეროპორტებისთვის საჭიროა, რომ ჩასხდომის ბარათი Boarding pass აუცილებლად ამობეჭდეთ, ასევე თან იქონიეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთების ბერჭდური ვერსია. მათ რეგისტრირებას,ჩეკინის გაკეთებას საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც მოახერხებთ, კომპიუტერის თუ მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com
6 კომენტარები
გამარჯობა,მაინტერესებს,როცა ბილეთი შეძენილია სახელზე და გვარზე Daviti akhvlediani და პასპორტში წერია David ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოვიმოქმედოთ,თუ შეგიძლიათ მირჩიოთ.
ავიაკომპანიას უნდა დაურეკოთ, უპრობლემოდ შეცვლიან
გამარჯობა.მოკლედ ბილეთი მაყიდინა მეგობარმა თავისი ექუნთით და ელ.ფოსტით და მერე მე გადმომიგზავნა.ჩემი ფოსტიდან ჩექინი,რომ გავაკეთო პრობლემა შემექმნება?(რომელზედაც გადმოგზავნილი ბილეთი მაქვს)თუ ჩემი მეგობრის ექაუნთიდან უნდა გავაკეთო
ჩეკინს გააკეთებთ მხოლოდ იმ ექაუნტიდან საიდანაც იყიდეთ ბილეთი, ანუ თქვენი მეგობრის ექაუნტიდან.
ჩექინის დროს შემყავს მონაცემები, ბოლოში გავალ, დავხედავ და სხვა თარიღები წერია დაბადებისა და პასპორტის ვადის. ვასწორებ, გადავდივარ მეორე გვერდზე და ისევ სხვა თარიღები წერია. რა ვუყო?
სხვა კომპიუტერიდან სცადეთ.
Comments are closed.