Ryanair-ის საქართველოში შემოსვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსასვლელად.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი “ამ თვეში” [თებერვალში] გაიმართება. შეხვედრა ავიაკომპანია Ryanair-ის სათაო ოფისში შედგება.

შეგახსენებთ, რომ Ryanair დიდი ხნის მანძილზე, 2012 წლიდან გამოთქვამდა საქართველოში შემოსვლის სურვილს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მზაობის არქონის გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა.

გასული წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტად მყოფმა Ryanair-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფრენების დაწყება არ შეგვიძლია“.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს