საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 1.5 მილიარდი აშშ დოლარია

2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლები 95.4 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%).

ივნისის თვეში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 340 მილიონი აშშ დოლარი, რაც 14.6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%).

ვიზიტორების რაოდენობა

6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანი (+8.8%) და სომხეთი (+9.7%) განხორციელდა.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს