საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ბოლო პერიოდში, ევროკავშირის სახელმწიფოებმა/შენგენის ზონაში გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი. შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებშიწასვლის მსურველებს, გამგზავრებამდე მოაწესრიგოთ უკლებლივ ყველადოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებისსაზღვრის გადაკვეთისთვის.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შეშვების მიზნით”, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.”
რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურისწარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
- დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
- სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.
გთხოვთ, თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებსთქვენი მგზავრობის მიზანს!!!
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოებისმიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
- ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობისშემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
- ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.), ასევე მოწვევის წერილი
- მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
- იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
- სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
- მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.