საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. მგზავრთნაკადი2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი – 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს;

2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 21 519, ხოლო ჩარტერების 3 017. 2017 წელს განხორციელებულ რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.96%-ს შეადგენს.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს