საქართველოს მოქალაქის პასპორტი 51-ე ადგილზეა

საქართველოს მოქალქის პასპორტი 51-ე ადგილზეა „ჰენლის ინდექსის“ მიხედვით, რომელიც პერიოდულად ზომავს, თუ რამდენ ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას იძლევა ამა თუ იმ სახელმწიფოს პასპორტი.

2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე „მძლავრი“ პასპორტი, ისევე, როგორც შარშან, იაპონიას აქვს.  პირველ ადგილზე გასული იაპონიის მოქალაქეებს 190 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. მას ოდნავ ჩამორჩებიან მეორე ადგილზე გასული სამხრეთი კორეა და სინგაპური, რომლის პასპორტებიც 189 ქვეყნის კარს ხსნის. მესამე ადგილს საფრანგეთი და გერმანია იყოფენ – 188 ქვეყნით. მეოთხეზე კი დანია, ფინეთი, იტალია და შვედეთი არიან.

საქართველო ამ სიის შუაშია და 51-ე ადგილი უჭირავს. ქართული პასპორტით 114 ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, რომელიც 119 ქვეყნით 48-ე ადგილზეა. თურქეთი 52-ზეა 111 ქვეყნით, აზერბაიჯანი 74-ზეა (66 ქვეყანა), სომხეთი კი – 79-ზე (61 ქვეყანა).

კარგი მაჩვენებელი აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც, აშშ-სთან და ნორვეგიასთან ერთად, წამყვან პოზიციებს იკავებენ. აშშ და დიდი ბრიტანეთი მეექვსე ადგილს იყოფენ, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია – ეს ორი ქვეყანა 2015 წელს სიის სათავეში იყვნენ.

წყარო: radiotavisupleba.ge

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს