საქართველოსა და უზბეკეთს შორის ავიამიმოსვლა იწყება

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. პირდაპირ ავიარეისებს უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შეასრულებს.

ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პრიდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებენ.

ავიაკომპანია Uzbekistan Airways ფრენებს მსოფლიოს 58 მიმართულებით ასრულებს. მისი ავიაპარკი  ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდისგან შედგება.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს